Friday, July 5, 2019

სადამრიგებლო პროგრამები



VIII კლასი



სადამრიგებლო პროგრამა




კლასის ხელმძღვანელი-მთვარისა ბესელია






2017-2018 სასწავლო წელი

     სექტემბერი
1.       მოსწავლეებისათვის სკოლის შინაგანაწესის გაცნობა.
2.       კლასში ქცევის წესების შემუშავება.
3.       მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება.
4.       სასწავლო წიგნების გადაცემა და მოვლის თაობაზე ინსტრუქციის მიცემა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისთვის.
5.       ახალი სასწავლო წლისთვის უკეთესი  აკადემიური მაჩვენებლებისათვის ბრძოლის ამოცანების დასახვა.

     ოქტომბერი
1.        მშობლებთან შეხვედრა.გასული სასწავლო წლის     შეფასება.მათი აზრების მოსმენა-შეჯერება.
2.       მიმდინარე აკადემიური მოსწრების გაცნობა.
3.       მასწავლებლებთან შეხვედრა და მათი აზრის მოსმენა თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და ქცევის შესახებ.
      ნოემბერი
1.     სასწავლო წიგნების შემოწმება.
2.     გამოკითხვა-შესწავლა მოსწავლეების დღის რეჟიმის, მათი სწავლის სწავლის, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის  ცოდნის თაობაზე. მონიტორინგი.
      3.     მოსწავლეების შეხვედრა სკოლის დირექციასთან. ამ ფორმატის დამოკიდებულების ჩამოყალიბება
      დეკემბერი
1.       მშობლებთან შეხვედრა მიმდინარე აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის თაობაზე. ანალიზი.
2.       საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა.
3.       1-ლი სემესტრის  აკადემიური მოსწრების შედეგების განხილვა.
       იანვარი
1.       მე-2 სემესტრის ამოცანების გაანალიზება.
2.       კლასში ყოფაქცევის ანალიზი.
3.       სასწავლო ნივთების (ავტოკალამი,სახატავი რვეული, ფანქრები...) ტარების შემოწმება. მონიტორინგი.
      თებერვალი
1.       მშობლებთან შეხვედრა მათი შვილების ძლიერი მხარეებისა (აკადემიური, სოციალური ურთიერთობები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ოლიმპიადები და ა.შ.) და შეფერხებების გაცნობის თაობაზე.
2.       მოსწავლეებისათვის უფლებების, პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შეხსენება .მონიტორინგი.
3.        პროექტის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მოწყობა( სხვადასხვა ღონისძიებების  დაგეგმვა).
        მარტი
1.         სასწავლო წიგნების შემოწმება.
2.        სასკოლო  ჟურნალის შემოწმება. მონიტორინგი.
3.       საკლასო ოთახის,საკლასო ინვენტარის შემოწმება. მონიტორინგი.
4.       საგაზაფხულო არდადეგებზე ექსკურსიის მოწყობა ჭყვიშში, ტაბიძეების სახლ-მუზეუმში.

       აპრილი
1.       პროექტი -9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა-    განხორციელება.
2.       მშობლებთან შეხვედრა.
3.        გაკვეთილების გაცდენების ანალიზი.
4.       მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა აკადემიური თუ სხვა სახის პრობლემების გადაჭრის საკითხებში. მონიტორინგი.
         მაისი
1.       აკადემიური მოსწრების შემოწმება. (საკლასო ჟურნალის ანალიზი).
2.        პროექტი-26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
3.       სკოლის ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობის მიღება.
        ივნისი
1.       მშობლებთან შეხვედრა. მეორე სემესტრის შედეგების განხილვა.
2.       მოსწავლეებთან მთელი სასწავლო წლის ანგარიში. შეჯამება. /კლასის ხელმძღვანელის პოზიცია.
3.       მასწავლებლებისგან  საკუთარი თავისა და კლასის წლიური  მუშაობის ანალიზის მოსმენა./ მოსწავლეების პოზიცია.

No comments:

Post a Comment