Saturday, July 6, 2019

შეფასების კრიტერიუმი


  ტექსტის ანალიზი მოცემული მითითების მიხედვით
                               შეფასების კრიტერიუმი (10კლასი)
  


ნაშრომის აგება
ქულა
  1
ნაშრომი პასუხობს მითითებებს
    2
  2
ნაშრომი პასუხობს მხოლოდ ერთ მითითებას
    1
  3
ნაშრომი შესრულებულია ორი–სამი წინადადებით
    0


მოსაზრების არგუმენტირება და შესაბამისი ციტირება
ქულა
 1
მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით
   3
 2
მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია მასალით/ან ზოგან აზრი ბუნდოვანია
   2
 3
მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით /ან ბევრ შემთხვევაში აზრი არ არის ნათლად გადმოცემული
   1
 4
სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით
   0


დამოუკიდებელი აზროვნება
ქულა
  1
მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.მოსწავლეს შეუძლია მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი შთაბეჭდილება და ტექსტის მთავარი სათქმელი.
   2
  2
ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. მოსწავლე ახერხებს თავისი შთაბეჭდილებისა და ტექსტის მთავარი სათქმელის გადმოცემას.
   1
  3
არ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.მოსწავლე ახერხებს თავისი შთავეჭდილების გადმოცემას,თუმცა ვერ ხვდება ტექსტის მთავარ სათქმელს.ან ვერ გადმოცემს თავის შთაბეჭდილებას და ახერხებს მთავარი სათქმელის გადმოცემას.
   0


ფაქტობრივი შეცდომა
ქულა
  1
არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა
   1
  2
დაშვებულია ერთი ფაქტობრივი შეცდომა
   0

მართწერის საკითხები(სტილისტური,სინტაქსური,მორფოლოგიურ–ორთოგრაფიული,პუნქტუაციური შეცდომები)
ქულა
  1
არ არის დაშვებული 3–ზე მეტი შეცდომა
     2
  2
არ არის დაშვებული 6–ზე მეტი შეცდომა
     1
  3
დაშვებულია 6–ზე მეტი შეცდომა
     0

No comments:

Post a Comment