Saturday, July 6, 2019

შიდა შეფასების გაკვეთილის გეგმა

     საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
  პედაგოგი
  მთვარისა ბესელია
გაკვეთილის თემა
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა გურამიშვილის“დავითიანში“(„ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება“ და“საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“).
სწავლების საფეხური
საშუალო, მე-10 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
ესგ-ით მისაღწევი მიზნები
ქართ.10,9.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·         აკავშირებს მხატვრულ ტექსტს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან.
ქართ.10,12.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით
·         გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
გაკვეთილის მიზანი
          მოსწავლეებმა  გაიაზრონ, რომ ნებისმიერ შედეგს  თავისი მიზეზი (მიზეზები)აქვს. ისინი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.(ღვთის რისხვა შედეგია უფლის„შეორგულებისა“... )
          ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარება.
გაკვეთილის                    მსვლელობა
  

საგაკვეთილო პროცესისთვის მომზადება.გაკვეთილის თემის, მიზნის,შეფასების რუბრიკებისა და კრიტერიუმების გაცნობა.2წთ.
             აქტივობა 1-ლი
ასოციაციური რუკის შედგენა,რა მიაჩნიათ მოსწავლეებს ერის დაცემის, გადაგვარების მიზეზად(მიზეზებად).3წთ.
საზოგადო მოღვაწეთა აზრის გახსენება ამ თემასთან დაკავშირებით.2წთ.
             აქტივობა მე-2
მინი ლექცია. 10წთ.
             აქტივობა მე-3
    პრობლემათა იდენტიფიცირება/პრეზენტაციები
მოსწავლეები წინასწარ არიან გაყოფილი სამ ჯგუფად.“ქართლის ჭირის“ მიხედვით ქვეყნის დაცემის შედეგი, მიზეზი(მიზეზები) და გამოსავალი უნდა დააჯგუფონ, მოამზადონ სლაიდშოუები.5-5წთ. სულ  15 წთ.
             აქტივობა მე-4
სწავლების გათვალსაჩინოება/ყველა ერთად ქმნის შესაბამის რესურსს ფლირჩატზე.3წთ.
           აქტივობა მე-5
 პარალელები/წარსულის გაკვეთილები და თანამედროვეობა. მინი დისკუსია.6წთ.
           აქტივობა მე-6
საშინაო დავალების მიცემა/ანალიტიკური ესე- „ქართლის ჭირი“დღეს.2წთ.
          
მოსწავლეთა შეფასება.2წთ.

P.S.         თემის/საკითხის დაკონკრეტება

      მიზეზები,რომელმაც გამოიწვია შესაბამისი შედეგი:
ა) ქართველებმა  უღალატეს უფალს, დავითის ძეს და მეფეს,ვახტანგ მეექვსეს
ბ) სპა-ჯარი და ხარკის მიმცემი ერი გახდა ორგული;
გ) ზაკვით სავსე მტყუანი გულით დაიწყეს ბაგით პატივისცემა;
დ) უარყვეს უფლის მცნება ,ისმინეს ეშმაკის;
ე) ჯაბანი გახდა გულით მამაცი მძლეთამძლე ხალხი. თავიანთი ნებით დაემონენ მტერს, თვითონ გაუღეს კარები .
ვ) „შეიქმნა დიდი მტერობა“, ერთმანეთის ძვირის თქმა;
ზ) ამპარტავნება,შური, პირის გატეხა, ავაზაკობა, ქურდობა,ყაჩაღობა, ტყვეობა, მოკვლა, ქვრივი, ობოლი და მიუსაფარი ხალხის ტაცება.
       შედეგი:
   ღვთის მიერ სასჯელის მოვლინება. კონკრეტულად:
ა) ვენახები დაისეტყვა,ყანებს კალია შეესია, ცხელმა ქარმა გაახმო და მარცვალმა ვერ მოასწრო დასრულება;
) 1721 წელს აღმოსავლეთით და სამხრეთით ერთიანად დაიძრა მტერი;
გ)„თურქი,სპარსი,ლეკი,ოსი,ჩერქეზ,ღლიღვი,დიდო,ქისტი,/სრულად ქართლის მტერნი იყვნენ...“;
დ) შინააშლილობა/ძმა ძმას ეშარებოდა;
ე) ერთმანეთში ნაომარი ქართლი და კახეთი ადვილად დაიმორჩილა მტერმა.
             გამოსავალი
          კრედო- სიმართლის თქმა!
   სიმართლის თქმის პრინციპის პერიპეტიები:
ა)ძნელია სიმართლის თქმა, რადგან „მტერს შაესმის, ეამების, მოყვარეს კი ეწყინება“;
ბ) სიმართლის თქმისთვის ყველაზე მცირეა „მხვდეს გინება“;
გ) „სჯობს ტყუილით  ქვე ყოფნასა, ზე სიმართლით ავიბარგო““;
დ)  რაც უნდა მალო, ჭირი თავს არ დამალავს;
ე) „მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,/მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“;
ვ) „ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო,აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს...“
ზ) „ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის გამკითხავსა,/მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა“
თ) „მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს...“
გაკვეთილის შედეგი
მოსწავლემ შეძლო ტექსტზე დაკვირვება, მიაგნო შედეგის გამომწვევ მიზეზებს და  იპოვა გამოსასწორებელი გზები.
სასწავლო მასალა და რესურსი
მე-10 კლასის სახელმძღვანელო(ავტორები:მანანა გიგინეიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი, ვახტანგ როდონაია, ავთანდილ არაბული);
დაფა, ცარცი,პროექტორი,ფლირჩატები,მარკერები.
შეფასების საგანი
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია.


  შეფასების ჯგუფს ორი კვირით ადრე წარვუდგინე გაკვეთილის გეგმა. თემის სათაური იყო შემდეგი: „მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა გურამიშვილის „დავითიანში“(„ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება“ და „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“).
        გაკვეთილის მიზანდასახულობა იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რომ ნებისმიერ შედეგს თავისი მიზეზი(მიზეზები) აქვს, რომ ისინი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, აქტიური გახდა ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.
        შედეგზე გასასვლელად მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, ნახევარი საქმე იქნებოდა. ჩემთვის მთავარი იყო ნაწარმოებიც და შესაბამისად, თანამედროვე ცხოვრებაში გამოსასწორებელი გზების პოვნა. გურამიშვილის ეპოქისეული სურათის დღევანდელობასთან ბმა. ნასწავლ-გააზრებულის ფონზე თანამედროვე საქართველოს ისტორიული ქრონიკების ანალიზი.
         გაკვეთილის მენეჯმენტი, ვფიქრობ, გაწვდა მიზანდასახულობას.
         კერძოდ, ასოციაციური რუკის საშუალებით მოსწავლეებმა ერის დაცემის  მიზეზები გაათვალსაჩინოეს. ვთხოვე მათ,ნასწავლი ნაწარმოებებიდან (იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“, იოვანე საბანისძის „აბოს წამება“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლცხოვრება“...) დაესახელებინათ ეს მიზეზები. ამით წინარე ცოდნას დავუკავშირდით და გამოვიყენეთ. წინარე ცოდნა გამოვიყენეთ, აგრეთვე, ამ თემაზე(ქვეყნის დაცემის მიზეზები) საზოგადო მოღვაწეთა აზრის გასახსენებლადაც ( მაგ. ილია ჭავჭავაძის „ერის დაცემა, გათახსირება იწყება მაშინ...“).
         მინი ლექციაზე მოსწავლეებს გავახსენე საქართველოს ფუნქციონალური როლი, ადგილი და მისია გლობალურ სამყაროში..(„ყურესა ამა ქვეყნისასა“(იოვანე საბანისძე) ქრისტიანობის დამცველის სტატუსი,ევროპული გზა; კონსტანტინეპოლის დაცემა და ევროპასთან კავშირის გაწყვეტა; ხსნის გზა-ერთსულოვნება.). შემდეგ „ქართლის ჭირს“ ქვეყნის შიგნიდან შევახედე მოსწავლეები. ამისთვის გურამიშვილის იერემიასეული გოდება საუკეთესო მაგალითია და აქაც ვისაუბრე მიზეზ-შედეგობრიობაზე. მიზეზი უფალთან და მეფესთან (სახელმწიფოსთან) შეორგულება; შედეგი ღვთის სასჯელი/ ქვეყნის დაცემა; გამოსავალი-საჯარო მხილება.
        ამის შემდეგ კი პრობლემათა იდენტიფიცირება სამი მიმართულებით(მიზეზი, შედეგი, გამოსავალი)წარმოადგინეს მოსწავლეებმა პროექტორის საშუალებით სლაიდშოუებით. საინტერესი იყო მათი ნამუშევრები. ბოლოს ყველამ ერთად გავათვალსაჩინოვეთ ცოდნა, რომელიც ეს-ესაა მივიღეთ. ფლირჩატზე ჩამოიწერა მიზეზებიც, შედეგიც და გამოსავალიც.
        მიღებული ცოდნის მდგრადობაში რომ დავრწმუნებულიყავი, უკუკავშირისთვის შევთავაზე პარალელების გავლება. მინდოდა, მიღებული ცოდნა თანამედროვეობის წარმოსაჩენად გამოეყენებინათ. ბუნებრივია, ვიცოდი,რომ მათი აზრები არ დაემთხვეოდა, ამიტომაც მინი დისკუსიის ფორმა ავირჩიე და გაამართლა.
        ბოლოს, ასევე უკუკავშირისთვის, ვთხოვე მათ ,დაეწერათ ანალიტიკური ესე-„ქართლის ჭირი“ დღეს.
      ვფიქრობ, გამოყენებული აქტივობები ეფექტიანად გამოვიყენე შედეგების მისაღწევად.
      დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ტრანსფერს.
      ეს რაც შეეხება კონკრეტულად გაკვეთილის თემის დამუშავებას. მენეჯმენტით მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები, ესგ-ით მისაღწევი მიზნები(2წთ).
        დასასრულს, შევაფასე მოსწავლეები ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის მიხედვით. აქვე წარმოდგენილი მქონდა ანალიტიკური ესეს შეფასების სქემა მომდევნო გაკვეთილისთვის. უკუკავშირისთვის გამოვიყენე შექებისა და წახალისების ფორმები.
        გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, არ დამჭირვებია მოდიფიცირება.
        უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ წარმოდგენილ გეგმაში მეწერა“ მიზეზები, რომელიც... უნდა ყოფილიყო“ მიზეზები, რომლებიც...“
        თემა ასე მქონდა დაკონკრეტებული: მიზეზები,რომლებმაც გამოიწვია შესაბამისი შედეგი; შედეგი-ღვთის სასჯელის მოვლინება; გამოსავალი-სიმართლის თქმა.
        სხვა დროს მიზეზებსა და გამოსავალს ასე დავტოვებ, შედეგში გავითან“ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს“, ხოლო ღვთის მიერ სასჯელის მოვლინებაზე ვისაუბრებ როგორც კანონზომიერებაზე.

No comments:

Post a Comment