გაკვეთილის გეგმა
საგანი :
ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი:
მთვარისა ბესელია
საფეხური/კლასი:
საშუალო, მე-11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი: სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:
გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებისა და ფილმის-
„ლუკას სახარების“ პრობლემის იდენტიფიცირება ბულინგის თვალსაზრისით და მისი გადაჭრის
გზების ძიება
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ უნდა შეძლოს ბულინგის
შესახებ არსებული ინფორმაციის ტრანსფერი, შესაბამისად, მოახდინოს ფილმში ბულინგის იდენტიფიცირება,
დასახოს პრობლემის გადაჭრის გზები, გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება არსებული პრობლემის მიმართ.
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები: ქართ.XI.1 მოსწავლეს შეუძლია
საჯარო მოხსენების წარმოდგენა( ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული
მიზნით; ქართ.XI .2
მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკული შეფასება; ქართ. XI.5 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის
თვალსაზრისით; ქართ.XI.10
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
1
|
მისალმება, ჟურნალის წარმოება, გაკვეთილის მიზნის, გაკვეთილის მისაღწევი შედეგის, ესგ-ით მისაღწევი შედეგების,
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
|
ვერბალური
ახსნა
|
მთელი
კლასი
|
გაკვეთილის თემა,
გაკვეთილის მიზანი,
გაკვეთილის მისაღწევი შედეგი,
ესგ-ით მისაღწევი
შედეგები, შეფასების
კრიტერიუმები
|
2წთ.
|
2
|
მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს და ნახეს გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები
და ფილმი-„ლუკას სახარება“
გონებრივი იერიშის ფორმატით, ვიხსენებთ, რა არის ბულინგი და ჩამოვთვლით
ბულინგის სახეებს.
|
ასოციაციური რუკის ფორმატის შესაბამისი გამოკითხვა (გახსენება)
|
მთელი კლასი
|
იქვე შეიქმნება რესურსი
ასოციაციური რუკის გამოყენებით -
ბულინგი და მისი სახეები
|
2წთ
|
3
|
ვიწყებთ ფილმში ბულინგის პრობლემის იდენტიფიცირებას
(მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ
ფილმში წარმოჩენილი ფიზიკური (ლუკას არაერთი დასჯა პედაგოგებისა და ამხანაგების წინაშე და ბოლოს
ჯვარზე გაკვრა) , სიტყვიერი (სასტიკი გაკიცხვები ასევე პედაგოგებისა და ამხანაგების
წინაშე) , ემოციური(ლუკასთვის „ლუკას სახარება „ ცხოვრების წიგნია, მამის ანდერძია
და სწორედ ამის წართმევა უნდათ, პირდაპირ მის ემოციას ებრძვიან), სხეულის ენით (დირექტორის
უმკაცრესი, მბრძანებლურ-დაუნდობელი პოზა), ჯგუფური ძალადობის (დირექტორთან ერთად, ნებსით თუ უნებლიეთ, მთელი სკოლის მოსწავლეები
, პედაგოგები მონაწილეობენ ლუკას სამაგალითო დასჯაში), ბულინგის სახეები.
(აქვე ვისაუბრებთ სამსახურებრივ ბულინგზეც).
|
კითხვა-პასუხი
(ქვეკითხვები, დამაზუსტებელი კითხვები)
|
მთელი კლასი
|
იქვე გაკეთდება რესურსი, ჩამოიწერება ფლიფჩატ
ზე იდენტიფიცირებული ბულინ
გის სახეები
|
7 წთ
|
4
|
მინი ლექცია ბულინგის პრობლემის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების
თაობაზე
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სპეციალური
ლიტერატუ
რა;
ცხოვრებაზე
დაკვირვება;
გამოცდილე
ბა;
ტრენინგის მასალები.
|
4წთ
|
5
|
იდენტიფიცირებუ
ლი ბულინგის სახეობების (ჩამოთვლილია ზემოთ) გამომწვევი მიზეზებისა და
შედეგების ანალიზი
|
წერითი სამუშაო
|
წყვილებში
მუშაობა
|
მოსწავლეებს
დაურიგდებათ ცხრილი, სადაც
ჩამოწერილია ძალადობრივი ქმედება, ძალადობრივი ქმედების მიზეზი, ძალადობრივი ქმედების შედეგი
(იხილეთ დანართი
N 1)
|
7წთ
|
6
|
მოსწავლეთა ნამუშევრების გაცნობა/ანალიზი
|
პრეზენტაცია
|
წყვილები
|
იგივე
|
7წთ
|
7
|
ფილმში არსებული ბულინგის მაგისტრალური ხაზის (სოფლელ ბიჭუნას, ლუკას,
სკოლის დირექტორი სახარებას უპოვის, სასტიკად გაკიცხავს და ამხანაგების თვალწინ სანიმუშოდ დასჯის. კომუნისტური
რეჯიმის პირობებში გაზრდილი მოსწავლეები შემოქმედებითი სიყვარულით ანთებულ ლუკას
საბოლოოდ ჯვარზე გააკრავენ და დაამცირებენ
. არც ერთი მასწავლებელი ხმას არ ამოიღებს)
საპირისპირო, მეორე მხარის ჩვენება-
იან დრდას „უმაღლესი პრინციპი“ ( 1942 წლის ივნისში ჩეხეთის პროტექტორ
ჰეიდრიხს მოკლავენ ჩეხეთის პატრიოტები. გერმანელებმა დახვრიტეს ჩეხეთის ერთ-ერთი
სკოლის მეშვიდე კლასის სამი მოსწავლეც. დახვრეტა ემუქრება ყველას. პედაგოგიურმა საბჭომ
„გამოსავალი“ იპოვა. კლასის
ხელმძღვანელმა, „უმაღლესმა პრინციპმა“(ასე შეარქვეს მოსწავლეებმა), სულმდაბალი
მორჩილებით დაწერილი სტრიქონები უნდა შეიტანოს მე-7 კლასის მოსწავლეებთან, თითქოს
მათ დაგმეს ამხანაგების საქციელი. „მორალური პრინციპი“ ამ სამარცხვინო ბულინგისკენ
არ წააქეზებს მოსწავლეებს).
|
დაკვირვებული
წაკითხვა
|
მთელი კლასი
|
T დიაგრამა
ორი მაწარმოების შეპირისპირება ზნეობრივი პრინციპების თვალსაზრისით
|
8წთ
|
8
|
საკუთარი ცხოვრების, გარემომცველი სამყაროს, მხატვრული ნაწარმოების,
ფილმისა და ზოგადად ბულინგის შესახებ მიღებული ინფორმაციით, ტრანსფერით, საკუთარი
დამოკიდებულების განსაზღვრა
|
სჯა-ბაასი
|
მთელი კლასი
|
კითხვარი
(იხილეთ დანართი
N 2)
|
3წთ
|
9
|
საშინაო დავალების მიცემა. 1.ანალიტიკური ესე- ბულინგის პრობლემა და მორალურ-ზნეობრივი საკითხები
2..რამდენიმე მცნების შემუშავება საკუთარი პერსონისთვის, რომ არ ვიყოთ
ბულერი და არც თავად გავხდეთ ბულინგის მსხვერპლი
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
ესე
მცნებები
|
2წთ
|
P.S. თითოეული
აქტივობის შემდეგ მისაღწევი შედეგები:
1-ლი აქტივობა- მოსწავლის ინფორმირებულობა გაკვეთილის
მიზნის, შედეგების, ესგ-ით განსაზღვრული შედეგების, შეფასების კრიტერიუმების თაობაზე;
მე-2 აქტივობა-ტრანსფერი. ცოდნის გაღრმავება ბულინგისა
და მისი სახეების შესახებ;
მე-3 აქტივობა-გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ბულინგის
სახეების ამოცნობა- იდენტიფიკაცია;
მე-4 აქტივობა-მინი ლექციით ბულინგის შესახებ ცოდნის
(მიზეზები, შედეგები) განმტკიცება;
მე-5 აქტივობა- ცხრილზე (დანართი N1) მუშაობის შემდეგ,
მოსწავლეებს ეცოდინებათ ბულინგის პრობლემის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა;
მე-6 აქტივობა-მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაფიქრის, განსჯილის,
დაწერილის ზეპირი ფორმით გადმოცემა, აზრის თავისუფლად დაფიქსირება;
მე-7 აქტივობა-მსგავსი პრობლემის, მაგრამ განსხვავებული
მორალურ-ზნეობრივი ხასიათის ნაწარმოების წარდგენა იმისათვის, რომ მოსწავლეს ჰქონდეს
მოტივაცია, საზოგადოების ყველა წევრი მზად იყოს ნებისმიერი ბულინგის სახეობას წინ აღუდგეს
სიცოცხლითაც კი!
მე-8 აქტივობა-ტრანსფერის საშუალებით მოსწავლეს პასუხი
უნდა ჰქონდეს კითხვაზე, თუ რომელი საქციელი შეიძლება იყოს ბულინგის მაგალითი მის ირგვლივ
(დანართი N2); გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
მე-9 აქტივობა- საშინაო დავალებით (ანალიტიკური ესე)
მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან ბულინგისა და ზნეობის საკითხების ურთიერთმიმართებას, მივლენ
დასკვნამდე, რომ ზნეობრივი ადამიანი ვერ იქნება ბულერი;
მე-10 აქტივობა- მრავალფეროვანი შეფასება საუკეთესო
საშუალებაა, გავიგოთ მეტი საკუთარი თავის შესახებ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment