საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:
მთვარისა ბესელია
სწავლების საფეხური:
საშუალო, მე-11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი:
10 მოსწავლე, სპეციალური საჭიროების მქონე
მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:
ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ პრობლემატიკა და დღევანდელობა/ პარალელები
ესგ-ით მისაღწევი
შედეგები: 1.ქართ.XI.5.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,თემების,
იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·
მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა
ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასითებელ ნიშნებს
და მათ გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
·
შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა
და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ქართ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი
ინტერპრეტაციის დროს.
·
მსჯელობს ტექსტის ორგანიზების თავისებურებებზე;
·
ლიტერატურული ჟანრების სპეციფიკური ნიშნების ამოცნობის
საფუძველზე განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს;
·
პოლიჟანრულ ნაწარმოებში ამოიცნობს სხვადასხვა ჟანრს.
გაკვეთილის მიზანი:
1.ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ მოცემული პრობლემების იდენტიფიცირება და დღევანდელობის
შედარებითი ანალიზი;
2.მსჯელობის უნარის განვითარება.
გაკვეთილის შედეგი:1.
მოსწავლე შეძლებს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“პრობლემების იდენტიფიცირებას
და დღევანდელობასთან პარალელების გავლებას, მსგავსება-განსხვავებების პოვნას.
2.მოსწავლეს მეტად განუვითარდება მსჯელობის უნარი.
შეფასების საგანი:
მსჯელობის უნარი.
შეფასების კრიტერიუმი:
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
P.S.გაკვეთილის მენეჯმენტი
დეტალურად ჩაშლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1
|
მისალმება,ჟურნალის წარმოება, გაკვეთილის თემის,გაკვეთილის მიზნის,გაკვეთილის
შედეგის,ესგ-ით მისაღწევი შედეგების, შეფასების საგნის, შეფასების კრიტერიუმების
გაცნობა.(იხ.თაბახიN1).
ყველაფერი ეს გაკრული იქნება წინასწარ საინფორმაციო დაფაზე და მოსწავლეებს ექნებათ
საშუალება წინასწარ გაეცნონ ამ ინფორმაციებს ,რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
გაკვეთი-ლის თემა,
გაკვეთი-ლის მიზანი,
გაკვეთი-ლის შედეგი,
ესგ-ით მისაღწე-ვი შედეგები
შეფასე-ბის საგანი,
შეფასე-ბის კრიტერი-
უმები
|
3წთ
|
მოსწავლე-
ებს ეცოდინე-
ბათ
გაკვეთი-
ლის თემა,
მიზანი,
შედეგი,
ესგ-ით
მისაღწევი
შედეგები,
შეფასების
საგანი,
შეფასების
კრიტერიუ-მები.
|
2
|
მოსწავლეებმა უკვე იციან ტექსტი. მოკლედ მიმოვიხილავთ ნაწარმოების მხატვრულ და არამხატვრულ ელემენტებს.
მხატვრულ-პუბლიცისტური ფორმა უფო რეალურს ხდის ეპოქის სურათს.60-იანი წლების პანორამა.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან ერთად
|
მხატვრუ-
ლი და
არამხატ-ვრული
ელემენ-
ტების გამიჯნვა
(რესურ-სის შექმნა,
ვენის
დიაგრა-
მა.
დაფა,
ცარცი).
იხ.რესურ
სი N1.
|
5წთ.
|
მოსწავლეს
ეცოდინე-
ბა, რა განსხვავე-
ბაა მხატვრულ
და არამხატვ-რულ ელემენტებს
შორის.რა
აქვთ საერ-
თო.
მიხვდება,
რომ ამ
ფორმატის
საფუძვე-
ლი რეა-
ლური ცხოვ-
რებაა.
|
3
|
ვიწყებთ ნაწარმოებში ასახული პრობლემების იდენტიფიცირებას
|
კითხვა-
პასუხი,
|
მთელი კლასი
|
იდენტი-
ფიცირე-
ბის
გათვალ-
საჩინოე-
ბა ფლირ-
ჩატზე.
რესურ-
სის
შექმნა.
(იხ. რესურ-
სი N
2).
|
3წთ.
|
მოსწავლეს
შეუძლია
პრობლემე-
ბის
იდენტიფი-
ცირება
და, შესაბამი-
სად, რესურ
სის შექმნა.
|
4
|
ვიწყებთ მსჯელობას თითოეულ პრობლემაზე, პარალელურად განვიხილავთ თანამედროვე
საქართველოს საკითხებს.
|
მსჯელობა
|
ინდივი
დუალური.
თითოე-
ლი მოს-
წავლე
|
თითოე-
ული
გამომს-
ვლელი
თავისუ-
ფალია
თავის
გამოსვ-
ლაში.
შეუძლია
იქვე
შექმნას
რესურსი.
|
20 წთ
|
მოსწავლეე-
ბი უკეთ
დაეუფლე-
ბიან
მსჯელო-
ბის უნარს.
დაწვრილე-
ბით ეცოდინე-
ბათ ილიას
დროინდე-
ლი და თანა-
მედროვე
პრობლემე-
ბი
|
5
|
დასკვნის ფაზაზე
|
წერილობი-
თი
გამო-
კითხვა
|
მთელი
კლასი
|
მოსწავ-
ლეებს
დაურიგ-
დებათ
ილია
ჭავჭავა-
ძის
„მზავრის
წერილე-
ბის“
იდენტი-
ფიცირე-
ბული
პრობლე-
მები, რო-
მელსაც
გვერდით
ექნება
სვეტი
თანამედ-
როვეო-
ბის.მათ
უნდა მიუწე-
რონ
ეს პრობლე-
მა დღეს
გადაჭ-
რილია
თუ არა.
(მცირე
კომენ-
ტარე-
ბით).
|
7წთ
|
მოსწავ-
ლეები
გამოი-
ტანენ
დასკვნას,
რომელიც
კარგი
სატრანს-
ფერო
მასალაა
და
გათვლი-
ლია
გრძელვა-
დიან
მიზანზე.
|
6
|
დავალების
მიცემა.
ანალიტიკური ესე
„მგზავრის წერილების“
თანამედროვეობა
|
ინსტრუქ-
ტაჟი
|
მთელი
კლასი
|
ილია
ჭავჭა-
ვაძის
„მგზავ-
რის
წერილე-
ბი“;
თემის
შესა
ბამისი
სხვა
ლიტე-
რატუ-
რა.
|
2წთ.
|
ცოდნის
განმტკი-
ცება
|
რესურსიN1

რესურსიN2
პრობლემების იდენტიფიცირება
(მოსწავლეები შექმნიან ამ რესურსს. უნდა შეეხონ საკითხებს:ევროპა თუ რუსეთი? თერგდალეულები,განათლება,
ეროვნული და სოციალური პროგრამები, მოძრაობის იდეა,ერისკაცების ძიება („ძილშიაც არა სძინავს,
ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულსა“),ქვეყნის წარსული(წმინდა სამების განძი)“ჩვენი
თავი ჩვენადვე გვეყუდვნეს“,დღევანდელობა („რუსობაჩი ვართ“)...
რესურსიN3
საკითხები
|
ილიას ეპოქა
|
დღევანდელობა
|
ევროპა თუ რუსეთი?
|
||
თერგდალეულები
|
||
განათლება
|
||
ეროვნული საკითხი
|
||
სოციალური საკითხები
|
||
მოძრაობა/ცხოვრების გარდაქმნა
|
||
ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანები
|
||
„ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ
ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს“
|
||
„რუსობაჩი ვართ“
|
||
„რაი არს მტერობა,თუ ერი ერობს?“
|
მსჯელობის უნარების
შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
5-6
|
1-4
|
გამართული და სწორი მეტყვ
ელება
|
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით
საშუალებებს.
|
გამართულად მეტყველებს, იყენებს მართებულ სინტაქსურ
და გრამატიკულ კონსტრუქცი-
ებს.
|
იცავს მართლ-მეტყველების ელემენტა- რულ წესებს,მეტ-ნაკლებად
გამართუ-
ლად საუბრობს.
|
არ იცავს მართლწერის ელემენტა-
რულ წესებს,უჭირს გამართულად საუბარი.
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წამოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს
თავის მოსაზრებას.
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
|
ხშირად
ვერ
ასაბუთებს საკუთარ აზრს.
|
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარი მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით; კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას,
მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება მას.
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე
დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.
|
არ უსმენს სხვებს, არ აცდის სხვას საუბრის დამთავრებას.
|
No comments:
Post a Comment