Friday, July 5, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე სვირის N2 საჯარო სკოლა 



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 





თემა - განხორციელებული პროექტების ანალიზი მომავლის სკოლის პროექტებით სწავლების უპირატესობის წარმოსაჩენად 





კვლევის ავტორი- მთვარისა ბესელია   
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი 




    2017-2018  სასწავლო წელი 






         წინამდებარე კვლევა განხორციელებული პროექტების ანალიზია. განხილულია რამდენიმე პროექტი, რომლის საფუძველზეც გამოტანილია დასკვნები.
        კვლევა ადასტურებს პროექტებით სწავლების უპირატესობას, რაც შეესაბამება განათლების ეროვნულ მიზნებს.
       განხორციელებული ინტერვენციები გამოყოფილია ცალკე თავებად.მოცემულია სამომავლო სტრატეგიებიც.
      კვლევა დაეხმარება მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით.










                                     სარჩევი

1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ .................................................................................. 3                   
2. შესავალი ................................................................................................................................... 4 
3. ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................................................. 5 
4. ინფორმაცია ზოგადად პროექტის შესახებ ........................................................................ 7 
5. კვლევის მიზანი ...................................................................................................................... 9
6. ინტერვენციის საკითხი  ........................................................................................................ 9
7. მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტები .......................................................................... 10
8.  კვლევის სამიზნე ჯგუფი ....................................................................................................  11
9. კვლევის ვადები....................................................................................................................... 11
10.  განხორციელებული ინტერვენციები .............................................................................. 13
10.1 სკოლაში განხორციელებული პროექტის/პროექტების შინაარსობრივი
        მოცულობის ანალიზი ...................................................................................................... 13 
10.2 განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული სარგებელი (ცოდნა,
        უნარ-ჩვევები) …............................................................................................................ 21
10.3  განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული მატერიალური
        სარგებელი .......................................................................................................................... 26 
10.4  კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის, დირექციისათვის .................. 27
10.5  „სასკოლო ბაზრის ათვისება“ / სხვადასხვა შინაარსის
        პროექტების შეთავაზება კოლეგებისათვის, მოსწავლეებისათვის,
        სკოლის    ადმინისტრაციისათვის ................................................................................. 29
11. რეფლექსია ............................................................................................................................29











3


1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
     სსიპ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე სვირის N2 საჯარო სკოლაში სწავლობს 111 მოსწავლე. 
     ახალი საგნის, სამოქალაქო განათლების, შემოღებისთანავე, როცა ჯერ კიდევ თითქმის არ არსებობდა სრულყოფილი სახელმძღვანელოები, ვიწვევდით სოფლის საკრებულოს წარმომადგენლებს,  დეპუტატებს იმისათვის,რომ მოსწავლეები აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობებში, თვალნათლივ დაგვენახვებინა მათთვის, ადრეული ასაკიდანვე, ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების, ქვეყნის მშენებლობის საქმეში მონაწილეობის მიღების აუცილებლობა. ხომ ფაქტია, რომ მხოლოდ ასე გაწერილ პროგრამებს, სწავლებებს მოაქვს შედეგი.
     პროექტით/პროექტებით სწავლება ერთ-ერთია იმ სწავლებათაგან, რომელსაც უმნიშვნელოვანესი   როლი ეკისრება , მოსწავლე ადრეული ასაკიდანვე ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობებში.
     სკოლის, პედაგოგის ვალია  ანალიზი აწარმოოს ყველა განხორციელებულ პროექტზე/პროექტებზე (და არა მარტო პროექტზე/ პროექტებზე), ვინაიდან ანალიზი ყოველთვის წარმოაჩენს რეალურ სურათს, გვეხმარება საქმის არსის წვდომასა და, შესაბამისად, სამომავლო მუშაობის დაგეგმვაში.
     ამდენად, ვაანალიზებ რა განხორციელებულ პროექტებს, მათ მნიშვნელობას, დადებით და უარყოფით მხარეებს, ვეხმარები საკუთარ თავს , მოსწავლეებსა და სკოლას სწავლისა და სწავლების უკეთ წარმართვაში.
           









4


2. შესავალი

       არ დავობენ, რომ გაკვეთილი კლასიკური პედაგოგიკისა და შემოქმედებითი
პრაქტიკის მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომ მოსწავლის ცხოვრების ნაწილია, რომ
მასწავლებლის ვალია მოსწავლეს და გაკვეთილს ერთმანეთი შეაყვარონ, მაგრამ
ფაქტია, დღევანდელი და მომავალი ტექნოლოგიური ეპოქები მას (გაკვეთილს-მ.ბ.),
ნებსით თუ უნებლიეთ, „გადააიარაღებენ“.
           უგაკვეთილო სისტემები კარგა ხანია არსებობს (ამერიკა, ინგლისი,
საფრანგეთი). იგი ემყარება თავისუფალ შემეცნებით მოთხოვნილებებს.
          განათლების სისტემისთვის ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ ეს
პროცესი  ჩვენთანაც დაწყებულია. გაკვეთილების კრიზისი სახეზეა.
          დღეს პროექტებით სწავლება ერთ-ერთია, რომელიც საგაკვეთილო სისტემას არ
ემორჩილება. გაკვეთილი ,უკეთეს შემთხვევაში, ამზადებს მოსწავლეს
ცხოვრებისთვის, პროექტში კი ის უკვე ცხოვრობს. ბავშვი არ გაურბის სიძნელეებს,
პირიქით, ეძებს მას. ჩვენი (პედაგოგების მ.ბ.)  შესაძლებლობები კი უნდა
შეესაბამებოდეს ამ სიძნელეების გამკლავებას.
         როგორც აღვნიშნე , პროექტზე დაკვირვებას ემსახურება წინამდებარე კვლევა.
განხორციელებული პროექტების ანალიზი დამეხმარება, დავინახო რეალური
სურათი ამ კუთხით,შევაფასო  და, აქედან გამომდინარე, დავგეგმო ახალი ტიპის
პროექტები. დირექციას  ხელთ ექნება  მასალა არსებულ სიტუაციაზე, რომელსაც ის
დანიშნულებისამებრ გამოიყენებს.   კოლეგებს  კი  გავუზიარებ  გამოცდილებას და
დავეხმარები პროექტების ტიპების როგორც არჩევაში, ისე განხორციელებაში. 




5


3. ლიტერატურის მიმოხილვა
        პროექტი აღმოცენდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის
შეერთებულ შტატებში სასოფლო-სამეურნეო სკოლების სინამდვილეში. გასული
საუკუნის დასაწყისში გადატანილ იქნა ამერიკულ ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში. 20-იანი წლებისთვის მეთოდი უკვე სრულად იყო ჩამოყალიბებული
ამერიკელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის-ჯონ დიუის მიერ. მასთან ერთად ამ
საკითხზე მუშაობდა მისი მოწაფე, ამერიკელი პედაგოფი უილიამ კილპატრიკი.
ისინი თვლიდნენ, რომ სასკოლო პროგრამების საფუძველს უნდა შეადგენდეს
ბავშვის გამოცდილებითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია  გარემომცველ
რეალობასთან და დაფუძნებულია მის ინტერესებზე.
         ჯონ დიუი მომხრე იყო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტიური საქმიანობის
შემოტანის, რადგან ამით სკოლის მუდმივი განახლების პროცესი მიმდინარეობს. მან
ახსენა განათლების სისტემაში  „სოციალური შეხედულებების ქონა“, მანვე დასვა
კითხვები     სოციალური მიმდინარეობის მთავარი ასპექტების შესახებ. ასეთი
ფორმატის სწავლებას მოაქვს ცვლილება ინდუსტრიაში, ახალი აღმოჩენები. ანუ
ასეთი სწავლების ნაყოფი უკეთესი ცხოვრებაა. ასეთი აქტიური საქმიანობის ფორმაა
სწორედ პროექტით სწავლება (ჯონ დიუი,სკოლა და საზოგადოება, მასწავლებლის
პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი, 2013წ).
        რუსეთში სწავლების პრაქტიკაში პროექტების მეთოდი 1905 წელს სტანისლავ
შაცკიმ შემოიღო. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა პერიოდში, ეს მეთოდი საკმად იყო
გავრცელებული და თანდათან ინერგებოდა სკოლებში, მაგრამ 1931 წელს პარტიის
ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით დაგმობილ იქნა და აიკრძალა.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაზეც
იმოქმედა.



6

     საქართველოში პროექტების მეთოდი 21-ე საუკუნეში შემოვიდა ამერიკიდან. დღეს
ეს სიტყვა უცხო არ არის სკოლებისთვის. ბოლო წლების  განმავლობაში განათლების
სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეცვალა ქართული სკოლის სახე .
მასწავლებლები სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებენ საკმაო წარმატებით.
სამინისტროს მიერ არის წახალისებული და დაფინანსებული თავისუფალი
გაკვეთილების პროექტები. პროექტების განხორციელებაში ჩართული არიან
არასამთავრობო ორგანიზაციები. უკვე პროექტებს დამოუკიდებლადაც წერენ და
ახორციელებენ მოსწავლეები, რაც მისასალმებელია. ყოველივე ამის წყალობით, 
როგორც იქნა, ჩვენმა ახალგაზრდებმა იგრძნეს თავი ცხოვრების განახლების
მონაწილეებად.
         მოკლედ, ქართული სკოლის სინამდვილეში პროექტი უკვე უცხო ხილი აღარ
არის. განათლების ექსპერტი პავლე თვალიაშვილი თავის  პუბლიკაციაში “სასწავლო
პროექტი-ნებისმიერი პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი
(მასწავლებელი,N2,2010წ,გვ.10.) წერს: “ბოლო პერიოდში იმატა იმ სკოლების
რაოდენობამ,სადაც პედაგოგები  მოსწავლეებთან მუშაობისას წარმატებით იყენებენ
სწავლების აღნიშნულ ინსტრუმენტს (პროექტს-მ.ბ.). პუბლიკაცია 2010 წელს არის
დაბეჭდილი, ახლა 2018 წელია და კიდევ მეტი წინსვლაა ამ მიმართულებით.
        ქვემოთ ვისაუბრებ ზოგადად  პროექტზე. დავასწრებ და ვიტყვი,რომ ჩემთვის,
როგორც რიგითი პედაგოგისთვის, მეტად მნიშვნელოვანია პროექტი,რომელიც
საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებაზეა ორიენტირებული (Service Learning). ეს
მოდელი მოიცავს პროცესს ცოდნის შეძენიდან სოციალურ ცვლილებამდე.






7



4.  ინფორმაცია ზოგადად პროექტის შესახებ

       პროექტების მეთოდს საფუძვლად უდევს:
 მოსწავლის შემეცნებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
 საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად კონსტრუირებისა და გაკონტროლების
უნარის განვითარება;
 ინფორმაციულ სივრცეში მოსწავლის დამოუკიდებელი ორიენტაციის უნარის
განვითარება;
 მოსწავლის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
     პროექტების მეთოდი გულისხმობს  კონკრეტული პრობლემის ამოხსნას.
პრობლემის ამოხსნა ითვალისწინებს სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების
ერთობლივ გამოყენებასა და ტექნიკიდან, ტექნოლოგიიდან, შემოქმედებითი
დარგებიდან ცოდნისა და უნარ-ჩვევების ინტეგრირებას. შესრულებული პროექტის
შედეგი უნდა იყოს „ხელშესახები“(ჯ. ჯინჯიხაძე „თანამედროვე პედაგოგიური
ტექნოლოგიები“)
       პროექტის ტიპებია: კვლევითი, შემოქმედებითი, ინფორმაციული, პრაქტიკულ
ორიენტირებული, მონოპროექტები, საგანთაშორისი პროექტები...
      პროექტზე მუშაობის ძირითადი ეტაპებია: ორგანიზაციულ-წარმმართველი;
იდეის, მიზნების, ამოცანების შერჩევა, განხილვა; მოსწავლეთა მუშაობის
ორგანიზაცია;  პროექტის სტრუქტუირება, ქვეამოცანების გამოყოფა; პროექტზე
მუშაობა; შეჯამება; პრეზენტაცია.



8

      პროექტს ჰყავს ხელმძღვანელი, პარტნიორები, მენეჯერი, კოორდინატორი.
      ურთიერთობის ფორმები: მონოლოგი, დიალოგი, დისკუსია, პოლილოგი, კითხვა
პასუხი...
      ზოგიერთი პედაგოგი მშვენივრად ახერხებს იმას, რომ ეფექტურად შეაზავოს
მთელი ეს კომპონენტები, რომლის გარეშეც საქმიანობათა ერთობლიობას პროექტს
ვერ უწოდებ, რადგან პროექტი არ არის ინფორმაციის მოძიება, არც თემის დაწერა და
არც ღონისძიების ჩატარება.
       არ მინდა, გამოგვრჩეს კიდევ ერთი ფაქტი. ჯ.ჯინჯიხაძეს თავის „თანამედროვე
პედაგოგიურ ტექნოლოგიებში“ მოჰყავს ამერიკელი ფილოსოფოსის, მარგარეტ
მიდის, მოსაზრება სამი კულტურის შესახებ.
 პოსტფიგურაციული (ბავშვები სწავლობენ თავიანთი წინამორბედისაგან);
 კონფიგურაციული (ბავშვები და მოწიფულები სწავლობენ თანატოლებისაგან);
 პრეფიგურაციული (მოწიფულები სწავლობენ ბავშვებისაგან). 
         მარგარეტ მიდის თქმით, პოსტფიგურაციული კულტურის მატარებელია
პრიმიტიული  საზოგადოება, ხოლო პრეფიგურაციულ პერიოდში ჩვენ ახლა
შევდივართ.
       პროექტის მეთოდი  ის ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურათა სამივე ტიპს
აერთიანებს.







9


5. კვლევის მიზანი
 წინამდებარე  კვლევის მიზანია : 
1. სკოლაში განხორციელებული პროექტის/პროექტების შინაარსობრივი
მოცულობის ანალიზი;
2. განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული სარგებელი
(ცოდნა,უნარ-ჩვევები.);
3. განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული მატერიალური
სარგებელი ;
4. კვლევის შედეგების  გაზიარება კოლეგებისთვის, სკოლის დირექციისთვის;
5. „სასკოლო ბაზრის ათვისება“,სამომავლოდ პროექტების ტიპების შეთავაზება
კოლეგებისთვის, მოსწავლეებისთვის,დირექციისთვის.



6. ინტერვენციის საკითხი


1. სკოლაში განხორციელებული პროექტის/პროექტების შინაარსობრივი
მოცულობის ანალიზი ( მკვლევარი პედაგოგის ინტერვენცია);



10

2. განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული სარგებელი
(ცოდნა,უნარ-ჩვევები). ( მოსწავლეების,მკვლევარი პედაგოგის, სხვა პედაგოგების,
სკოლის ადმინისტრაციის ინტერვენცია);
3. განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული მატერიალური
სარგებელი. ( მოსწავლეების,მკვლევარი პედაგოგის, სხვა პედაგოგების, სკოლის
ადმინისტრაციის ინტერვენცია);
4. კვლევის შედეგების  გაზიარება კოლეგებისთვის, სკოლის დირექციისთვის.
(მკვლევარი პედაგოგის ინტერვენცია);
5. „სასკოლო ბაზრის ათვისება“, სამომავლოდ პროექტების ტიპების შეთავაზება
კოლეგებისთვის, მოსწავლეებისთვის,დირექციისთვის. (მკვლევარი პედაგოგის
ინტერვენცია).



7. მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტები

         1. მკვლევარი პედაგოგის დაკვირვება;
   2. ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ;
   3. პროფესიული ლიტერატურა;
   4. მოსწავლეებთან ინტერვიუები;
   5. დირექციასთან დიალოგი;
   6. სხვა პედაგოგებთან დიალოგი.



11

         

8. კვლევის სამიზნე ჯგუფი

1. მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს პროექტების განხორციელებაში
მონაწილეობა; 2. პედაგოგები, რომლებმაც განახორციელეს პროექტები; 3. სკოლის ადმინისტრაცია;


9. კვლევის ვადები


   აქტივობა დეკემბერი  იანვარი თებერვალი მარტი
საკვლევი თემის
იდენტიფიცირება

კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება

დიალოგი სკოლის
ადმინისტრაციასთან
X X X X
დიალოგი
პედაგოგებთან
X X X X
პროფესიული  X 



12

ლიტერატურის
მოძიება
ინტერვიუსთვის
კითხვების  შედგენა
 X 
ინტერვიუების აღება   X
ინტერვიუების
ანალიზი
   X
ინტერვენციების
განხორციელება
  X X
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
   X
პრეზენტაცია.
კვლევის გაცნობა
სასკოლო
საზოგადოებისათვის
   X












13


10. ინტერვენციების აღწერა და შედეგები

10.1 სკოლაში განხორციელებული პროექტის/პროექტების შინაარსობრივი
მოცულობის ანალიზი

   
            2017 წლის 15 მარტიდან 14 ივნისის ჩათვლით განვახორციელე პროექტი
სახელწოდებით: „ქართული ანბანის ხუცური სახეობის წერა-კითხვის შესწავლა“.
          პროექტის განხორციელების აუცილებლობას ბიძგი მისცა UNESCO-ს მიერ
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისთვის“ კაცობრიობის
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხასი
შეტანამ.
       საქართველოდან ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩართული იყო ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ხელნაწერების ინსტიტუტი, საქართველოს
საპატრიარქო, მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და
კიდევ რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი დაწესებულება.
მათ შეძლეს მსოფლიოსთვის დაემტკიცებინათ ჩვენი ანბანის უნიკალურობა.         
მივაქციოთ ყურადღება დასათაურებას: “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი
კულტურა“. სამი სახეობაო! და რა ხდება ამ დროს საქართველოს სკოლებში, სადაც
ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდებოდნენ,უვლიდნენ ამ საგანძურს? პირდაპირ



14

უნდა ითქვას, ამ უმდიდრეს ქართულ სადამწერლობო კულტურას არ მივაგებთ
ჯეროვან პატივს!
          ასომთავრული ისწავლება მხოლოდ მეხუთე კლასში და ისიც ზერელედ,
ხუცური კი თანამედროვე ქართულ სკოლაში საერთოდ ყურადღების მიღმაა
დარჩენილი, არადა, ეს ის ქვეყანაა, სადაც მართლმადიდებლობა კონკორდატით არის
უპირატესი და წირვა-ლოცვა ტაძრებში ხუცური სახეობის ანბანით მიმდინარეობს.
          ამიტომაც ჩვენი ვალია, ასომთავრული, ხუცური, მხედრული- ქართული
დამწერლობის სამი სახეობა, რომელმაც თხუტმეტსაუკუნოვანი ქართული
სალიტერატურო ენის  ლექსიკა და გრამატიკა შემოგვინახა და რომელიც ქართული
სალიტერატურო ენის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს, ქართველ
ახალგაზრდობას შევასწავლოთ და შევაყვაროთ. უფრო მეტსაც ვიტყვი, ვასწავლოთ
მათ ამ ფასეულობით სიამაყე. არა მგონია, ეროვნული საგანძურით მოგვრილი ეს
გრძნობა დასაძრახი იყოს!
       პროექტი ორ მიზანს ისახავდა. პირველი, მოსწავლეებს ესწავლათ ხუცურად
წერა-კითხვა და მეორე, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის
შესწავლით საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუციის (მათ შორის, სსიპ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე სვირის N2 საჯარო სკოლა) იმიჯი
განმტკიცებულიყო.
       ქვეყანა , რომელსაც მსოფლიომ უღიარა თავისი ანბანის სამი სახეობის ცოცხალი
კულტურის უნიკალურობა, თავის სკოლაში ამ სახეობებს ზედმიწევნით უნდა
ასწავლიდეს! აუცილებელი არ არის მასწავლებელი დაელოდოს
სახელმძღვანელოების, პროგრამების შეცვლას, თუნდაც ეროვნულმა სასწავლო გეგმამ
ვერ მოიცვას ესა თუ ის საკითხი, ათასი საშუალება არსებობს დღეს დასახული
მიზნის მისაღწევად. მათ შორისაა პროექტით/პროექტებით სწავლება.



15

        დასახული მიზნები იყო გაზომვადი. გეგმის შესაბამისად წარიმართა ყველა
აქტივობა: პროექტის წარდგენა; მოსწავლეებისათვის ლექციის წაკითხვა; პროექტის
გაცნობა -მოდიფიცირება; პარტნიორების შერჩევა-წარდგენა; ანბანის შესწავლა და
მისი მონიტორინგი; ბუკლეტების დამზადება-დარიგება მოსწავლეებისთვის,
მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის; საინფორმაციო ხასიათის კედლის
გაზეთის_“ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“- შექმნა, ქართული ენისა და
ლიტერატურის კაბინეტისათვის სამი სახეობის დამწერლობის გამოყენებით ბანერის
დამზადება თემაზე: „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი“; ხელნაწერი ჟურნალის
გამოშვება თავისუფლების თემაზე , რომელიც დაიწერა ხუცურად; სკოლის ეზოს
შემოსასვლელში სამი ბანერის დამზადება; ვიდეორგოლის გადაღება და დასკვნითი
ღონისძიება.
       პროექტს დროდადრო მონიტორინგსა და შეფასებას უწევდა სკოლის დირექცია.
შესაბამისად, გვაწვდიდნენ ყველა საჭირო ნივთს, რესურსს, რის გამოც, პროექტი
წამითაც არ შეყოვნებულა.
       მთავარი წარმატებული კომპონენტი , რა თქმა უნდა, ხუცური დამწერლობის
შესწავლა იყო. ეს იყო კონსტრუირებული სწავლების დემონსტრაცია. წერა-კითხვის
სწავლასთან ერთად, მოსწავლეებმა ისწავლეს საგამომცემლო საქმის ანბანი,
სარედაქციო მუშაობა (ხელნაწერი ჟურნალისა და საინფორმაციო გაზეთის გამოშვება,
ბუკლეტების დამზადება), კინოგადაღების ელემენტები (ვიდეორგოლის გადაღება),
ფანერზე წერა, შეღებვა...ეს არ იყო ტრადიციული გაკვეთილების მსგავსი ფორმატი.
ბავშვები უფრო თავისუფლები, დამოუკიდებლები გახდნენ, უფრო დარწმუნდნენ
საკუთარ შესაძლებლობებში. განუმტკიცდათ გუნდური მუშაობისა და ერთიანობის
განცდა, საქმის ბოლომდე მიყვანისა და, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი უნარები.
           ეს ყველაფერი ნამდვილად სასარგებლო იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის.
გავიდა წელი და ჩვენი სკოლის ეზოს შემოსასვლელს ახლაც ამშვენებს მათი ხელით



16

დამზადებული ხუცური დამწერლობით შესრულებული ბანერები:“შეცან თავი
შენი“(სოკრატე), „არ მიატოვო საქართველო“ (მამა გაბრიელი),  „ენა, მამული,
სარწმუნოება“(ილია). წლებს გაუძლებს ქართული ენისა და ლიტერატურის
კაბინეტში დაცული ბანერი, რომელზედაც ასომთავრული, ხუცური და
მხედრულითაა შესრულებული იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“, იოვანე
საბანისძის „აბოს წამებისა“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“
ბიბლიური ტექსტით გადმოცემული მთავარი სათქმელი. ასევე სკოლას დარჩა
ხელნაწერი ჟურნალი, რომელიც ხუცურადაა დაწერილი და თავისუფლების თემას
ეძღვნება.
        პროექტით მოსარგებლე (პირდაპირი) იყო მეათე კლასის ათი მოსწავლე, მაგრამ
ირიბად მოსარგებლე იყო არა მარტო სკოლის სხვა დანარჩენი მსურველი მოსწავლე,
არამედ მასწავლებლები და მშობლები. ეს დაინტერესება აისახა მოსწავლეების მიერ
გადაღებულ ვიდეორგოლზეც.
     ვფიქრობ, პროექტის განხორციელებაზე ნაკლები არ უნდა იყოს მისი მდგრადობის
შენარჩუნება. მინდა, ეს ცოდნა იყოს მუდმივად განმეორებადი ახალი
ინტერვენციებით. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ კუთხით შესამუშავებელი მაქვს
შესაბამისი სტრატეგიები.
        ეს იყო სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი.
        კიდევ ერთ  დიდი მასშტაბის პროქტს განვიხილავ,რომელიც ჩვენს სკოლაში
განხორციელდა.ეს იყო სოციალური პროექტი „არა შეზღუდულ შესაძლებლობებს“,
რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში
განხორციელდა 2016-2017 სასწავლო წელს, თებერვალი-მაისის თვეში.
        საზოგადოების უდიდეს ნაწილს დღემდე არასრულფასოვანი ინფორმაცია აქვს
შშმ პირების შესახებ. მითუმეტეს, სკოლის მოსწავლეებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს,



17

რომ ასეთი სოციალური პროექტების მეშვეობით ჩვენს ბავშვებს მეტი ინფორმაცია
აქვთ და უკეთესი დამოკიდებულებებიც, ვიდრე უფროსებს.
        გულგრილი, ზერელე დამოკიდებულებები, დისკრიმინაციის ფაქტებიც კი,
ფარდია შებრალების, შეცოდების დამოკიდებულების გამოვლენისა, რაც, ხშირ
შემთხვევაში,უფრო გამაღიზიანებელია ასეთი პირებისთვის. ამდენად,
ამ პროექტის განხორციელება იყო მეტად რთული, ფაქიზი, რომელიც მოითხოვდა
პროფესიონალიზმის მაქსიმალურ გამოვლინებას, ერუდიციას, შინაგან კულტურას.
        მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების სრულყოფილმა
ინფორმირებულობამ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და
„ორიონის“ შშმ მოსწავლეების მიერ გამართულმა აქციამ და სპორტულმა
ღონისძიებამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პრაქტიკულად მთელმა სასკოლო
საზოგადოებამ,უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. შესაბამისი მასალები გადაიცა
ადგილობრივი ტელევიზიით.
       პროექტი მომგებიანი იყო ფინანსური თვალსაზრისით. სსიპ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთმა
ნაწილმა არასამთავრობო ორგანოზაციების World Vision Georgia-სა და people in need
ს დახმარებით გაიარეს ტრენინგები შშმ პირებთან ურთიერთობის თემაზე. people in
need-მა სკოლას უსასყიდლოდ გადმოსცა პროექტორის დაფა და თანხა ბანერის
დასამზადებლად.
         განსახილველი პროექტის  თანმიმდევრული და სწორი მიმდინარებისთვის  კი
საჭიროებების აღწერისას მოთხოვნილი პროექტორი  საჩუქრად მიიღო სკოლამ. უნდა
ითქვას, რომ თითქმის ყველა საგნის მასწავლებელი იყენებს საგაკვეთილო პროცესის
დაგეგმვისას აღნიშნულ პროექტორს. ჩვენს მოსწავლეებს არ უჭირთ ისტ-ის
გამოყენება გაკვეთილზე



18

           მოსწავლეებმა განახორციელეს შემდეგი სახის ღონისძიებები:
    რამდენიმე სემინარის ჩატარება შშმ პირთა შესახებ დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეებისათვის,საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, საშუალო საფეხურის
მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისათვის, მშობლებისთვის;  სლაიდ შოუების
მომზადება და პრეზენტაციების მოწყობა;  ფილმის ჩვენება შშმ პირებზე;  დისკუსია;
საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება-გავრცელება;  TOT ტრენინგების მოწყობა;
ინტეგრირებული ღონისძიება „მხიარული სტარტების“ მოწყობა  შშმ ბავშვთა დღის
ცენტრის, „ორიონის“ ბენეფიციარებთან ერთად;  ასევე მათთან ერთად მოეწყო აქცია
„ჩვენ თანასწორები ვართ“;  ერთად შექმნეს ერთობლივი პლაკატები და სლოგანები
თანასწორობის თემაზე და გაავრცელეს თემში; სკოლაში მოიწვიეს წარმატებული
მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, გოგონა, რომელმაც ისაუბრა
თავისი წარმატების ისტორიაზე, ფილოსოფიურ ხედვაზე, შემოქმედებაზე.
      ეს არის ღონისძიებათა კასკადი, რომლებიც განახორციელეს მოსწავლეებმა.
      შეიძლება თანამედროვე საგაკვეთილო პროცესმა დაიტიოს ამდენი ცოდნა,
ინფორმაცია და გამოვლინდეს მოსწავლის შესაძლებლობები ისე, როგორც ამას
პროექტის განხორციელება იძლევა? მოსწავლეები ასეთი სწავლების დროს უფრო
გვიახლოვდებიან და ჩვენც მეტად ვუახლოვდებით მათ. ამ კომუნიკაციას მეტი
ნდობა მოაქვს. ურთიერთობისას არ შეიმჩნევა დაძაბულობა, მოსწავლეები ეჩვევიან
საქმის კეთებას, რწმუნდებიან თავიანთ შესაძლებლობებში.
       ამ  პროექტის ერთ-ერთი მიზანი სასკოლო საზოგადოების მეტი
ტოლერანტულობა იყო. ვადევნებდი რა ჩემი კოლეგის პროექტის მიმდინარეობას
თვალს და თავადაც ჩართული ვიყავი, როგორც პედაგოგი და როგორც მშობელი,
უნდა აღვნიშნო,რომ ჩვენი მოსწავლეები მაღალაკადემიური ქცევით გამოირჩეოდნენ.
ამას აღნიშნავდა ყველა ხელმძღვანელი პირი, ვინც ამ პროექტთან იყო
დაკავშირებული.



19

     ახლა განვიხილოთ პროექტის ისეთი სახეობა, როგორიცაა თავისუფალი
გაკვეთილები, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით
განხორციელდა გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან  და მიმდინარე
სასწავლო წლის მეორე სემესტრში დასრულდა. ჩვენი სკოლა ორი მიმართულებით
მუშაობდა-   წიგნიერების განვითარებისა  და ინტელექტუალურ-შემეცნებითი
კუთხით. ყველა მიმართულებას ოცი საათი ჰქონდა დათმობილი. ერთი გაკვეთილის
ხანგრძლივობა  იყო 60 წუთი. სამინისტროდან განსაზღვრული იყო აგრეთვე კლასები
(მე-7--მე-8 ).
      ვფიქრობ, ასეთ პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდით,
დავაკონკრეტოთ.
     წიგნიერების განვითარების მიმართულებით არჩეული მქონდა ნოდარ დუმბაძის
„მზიანი ღამე“. მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის ამ ნაწარმოების შინაარსობრივი
მხარე,  ესთეტიკურ-ემოციური გარემო-განწყობა კარგი სტარტია წიგნების
შესაყვარებლად და წასაკითხად
      განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც  მოსწავლეთა ინტერესების
მიხედვით დავგეგმე,იძლეოდა ნაწარმოების სრული ანალიზის საშუალებას.
ბავშვებმა ჯერ ფილმი ნახეს, მერე სპექტაკლი. ამის შემდეგ უნდა ეფიქრათ, თუ რა
მსგავსება-განსხვავებაა მათ შორის. თუ გინდათ, ისინი დააინტერესოთ, უნდა მისცეთ
საფიქრალი. T სქემაზე მუშაობის შემდეგ კიდევ ელოდათ სიურპრიზი. უნდა
ეღიარებინათ ის, რაც ორივეს ( კინოსა  და სპექტაკლს) აერთიანებდა. ასე აღმოაჩინეს
სიტყვა და  ისევ ფიქრი დაიწყეს. აქ უკვე შემოვიტანეთ იოანეს სახარება სიტყვის
შესახებ და გაიგეს, რა ძალა აქვს სიტყვას.  ამის შემდეგ თავად წავიკითხე
ემოციურად „მზიანი ღამიდან“ის მომენტი, როცა თემურ ბარამიძე პირველად ხვდება
გადასახლებიდან დაბრუნებულ დედას. ეს ემოცია ყველას გადაედო, მხოლოდ ამის



20

შემდეგ  ვურჩიე მათ, რომ ნაწარმოები წაეკითხათ. ვერ ვიტყვი, რომ კლასში ყველამ,
მაგრამ უმეტესმა ნაწილმა წაიკითხა.
       მოსწავლეებს თვალსაწიერი გაუფართოვა ისეთ თემებთან შეხვედრამ ,
დაფიქრებამ, მასალების მოძიებამ , როგორიცაა რეპრესიები, დედაშვილობა,
მეგობრობა , სიყვარული, სიმართლის ძალა, სახარება, უფლის პარადიგმები,
ტრაგიკულისა და სიცოცხლის სიყვარულის მართლზომიერი შერწყმა, არა კაც ჰკლა
და სხვა.
      პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები თვითონ ქმნიდნენ რესურსებს,
გადაიღეს ვიდეორგოლი , გამოუშვეს ჟურნალი, იმუშავეს პარადიგმებზე, დაწერეს
სცენარი,დადგეს სპექტაკლი, პროექტის ეგიდით შეიქმნა ლიტერატურული კლუბი,
სადაც თვითონ სცადეს კალამი. დაწერეს რეზიუმე, რეცენზია, კრიტიკული წერილი,
ინტერვიუ ავტორთან. ეს იყო ცოცხალი ლიტერატურული პროცესი.
      უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი დაფინანსდა და,  ამდენად, რესურსებისთვის
საჭირო თანხა ხელმისაწვდომი იყო. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ,
თუ არ იქნებოდა ეს დაფინანსება, სკოლა მზად იყო დასახმარებლად.
      ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულების  პროექტის „რა? სად? როდის?
“მიზანი იყო ინტელექტუალური თამაშების საშუალებით მოსწავლეების ზოგადი
განათლების დონის ამაღლება.
    ამ პროექტმა ბავშვებს განუმტკიცა  ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების,
შოუების მოწყობის, კეთებით სწავლების, თანამშრომლობით სწავლების,
დიალოგის/პოლილოგის გამართვის, ოპონირების, არსებული ცოდნის გამოვლენის
უნარები.
      პროექტმა მოიცვა ფართო  არეალი. ქართული კინო, ქართული თეატრი,
ქართველი მხატვრები, ქართული ცეკვა, თამარი-„ახალი იერუსალიმისა და სხვა



21

ათინას“ ავტორი, ქართული ფოლკლორი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ქართველი
გმირები, ქართული  ხუროთმოძღვრება, ქართველი კომპოზიტორები, ქართული
ტრადიციები, ქართველი წმინდანები და სხვა.
     ფინალმა გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ წიგნებით.
     ეს პროექტიც დაფინანსებული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ.
   როგორც ვხედავთ, პროექტზე მუშაობა ფართომასშტაბურია. მოიცავს მრავალ
კომპონენტს, სივრცეც განსაზღვრული არ არის. მოსწავლეებს ექმნებათ
საზოგადოებაში ჩართულობის განცდა.
    წარმატებით ვიყენებ სასწავლო პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის
კონკრეტული თემის საფუძვლიან შესწავლაში მეხმარება. ასეთი პროექტები
ძირითადად 1-2 კვირიანია.


10.2  განხორციელებული პროექტით/პროექტებით მიღებული სარგებელი (ცოდნა,
უნარ-ჩვევები)
         

            განხორციელებული ინტერვენციები (ინტერვიუები, დიალოგები) ცხადყოფს,
რომ პროექტებით სწავლების მექანიზმი ცხოვრებისუნარიანია. გავაანალიზე რა
მოსწავლეების პასუხები, პირველი, რასაც მივაქციე ყურადღება, ის იყო, რომ
მოსწავლეები ცოდნის მიღების უპირატესობაზე მეტად საუბრობდნენ კომპლექსების
მოხსნაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, პიროვნული დამოუკიდებლობის შეგრძნებაზე,



22

საკუთარი აზრის წარმოჩენაზე, ახალი გამოცდილების შეძენაზე და ა. შ., რაც იმაზე
მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესები მეტი სისწრაფით ვერ
უზრუნველყოფენ თავისუფალი პიროვნების ჩამოყალებებას.
             ჩემი დაკვირვების დემონსტრირებას შევეცდები მათი  ინტერვიუებიდან.
           ქ.ც.- „პროექტის განხორციელება განსაკუთრებულად უწყობს ხელს ბავშვის
განვითარებას, აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. სანამ
მსგავს პროექტებში ჩავებმებოდი, გარკვეული კომპლექსები მქონდა, მრცხვენოდა
საკუთარი აზრის დაფიქსირება, ვიყავი შებოჭილი. პროექტებმა მომიხსნა ყველა
კომპლექსი. ბევრად უფრო აქტიური გამხადა და, რა თქმა უნდა , მეტი ცოდნაც
მიმაღებინა“
          ზ.რ.-„პროექტი ძალიან საინტერესო იყო. მივიღე ახალი გამოცდილება, შევძელი
აზრის უკეთესად გადმოცემა, კონტაქტი ადამიანებთან.“
          გ.ც.-„პროექტის განხორციელებით მიღებული უნარ-ჩვევები ცხოვრებისეულია.
რაც მთავარია, ეს არის გამცდილება.ამ დროს (პროექტის განხორციელება-მ.ბ.)
გვიწევს ურთიერთობა ადამიანებთან, მათი აზრის მოსმენა,გაგება,  რაც გვძენს
კომუნიკაბელურობის უნარს, განგვაწყობს სხვების მიმართ პატივისცემით.ხშირად
გვიწევს ინფორმაციის გავრცელება, სემინარებისა და სხვა აქტივობების ჩატარება,
რისი საშუალებითაც ვხვდებით პრეზენტაბელურები, უფრო თამამად გამოვთქვამთ
ჩვენს აზრს,ვეჩვევით აუდიტორიასთან ურთიერთობას.“
          გ.ჯ.-„ პროექტმა მასწავლა საფუძვლიანი სიტყვის თქმა , გავხდი უფრო თამამი,
საზოგადოებაში შემიძლია ჩემი აზრი ვთქვა და არ შემრცხვეს“
          ა.ბ.- „პროექტმა მასწავლა ჩემი აზრის დასაბუთება.მომცა უამრავი ინფორმაცია,
რაც მანამდე არ ვიცოდი. ვისწავლე ვიდეორგოლის გადაღება, კრიტიკული წერილის,
ესეს, ჩანახატის დაწერა.“



23

        თ.ც.-„გარდა იმისა, რომ მეგობრებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა
მოსწავლეებს უფრო ახლოს დამაკავშირა, მასწავლა ბუკლეტების დამზადება,
ჟურნალის გამოშვება , ხუცურად წერა-კითხვა, სპექტაკლის მომზადება, გადაღება,
რომ არაფერი ვთქვა ცოდნაზე, რომელიც იყო უზღვავი“.
       ი.ც.- „შეიძლება ითქვას, რომ პროექტით ნასწავლი არ მთავრდება, პირიქით,
გეხმარება შენ ირგვლივ არსებული პრობლემების გადალახვაში. პროექტმა მასწავლა
კომპიუტერით ცოდნის მიღების გზა.“
      ა.ბ.-„პროექტებმა  გააფართოვა ჩემი ცოდნა. მასწავლა ამ ცოდნით როგორ ვაკეთო
საქმეები“.
         ლ.ჯ. პროექტის განხორციელებისას მომწონდა თავისუფლება. გაკვეთილი მაინც
ცოდნასთან ასოცირდება. ასე მგონია მე, რომ ცოდნისთვის გაკვეთილია შექმნილი.
         გ.ქ. როგორ შეიძლება გაკვეთილი რამემ შეცვალოს?ეს დაკანონებულია.
პროექციც კარგია. უფრო თამამი გავხდი,უფრო ღიად ვსაუბრობ მეგობრებთან,
მასწავლებლებთან, ზოგადად სხვა ადამიანებთან.
          ვ.ჯ. მე ძალიან მომწონს პროექტებით სწავლება. ასე უფრო მეტ ცოდნას
ვიღებ,თან თავისუფალი ვარ. არანაირ დაძაბულობას არ ვგრძნობ. ნეტავ,ყველა
მასწავლებელი პროექტებით გვასწავლიდეს.
         თ.ც. პროექტებით სწავლებისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ
მეც შემიძლია რამე ვაკეთო,თავი ვიგრძნო სრულყოფილ ადამიანად.
         ს.ს. პროექტზე უარყოფითი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ გაკვეთილი მაინც
ცოდნის მიღების ყველაზე კარგი ფორმაა.
         მ.ც. პროექტებში მონაწილეობა ყველაზე კარგი რამ არის ჩემს
ცხოვრებაში,როგორც ცოდნის,ისე ურთიერთობების თვალსაზრისით.გამიჩინა
რწმენა, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდები და მეც მჭირდება ჩემი ქვეყანა. რომ შემიძლია



24

უამრავი რამ ვაკეთო.გამოვთქვა ჩემი აზრი თავისუფლად.ვისწავლო
ღირებულებებზე.მესმოდეს,როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოქალაქე,როგორ
უნდა მოახდინოს ინტეგრაცია საზოგადოებაში და ა.შ.
          რაც შეეხება პედაგოგებს, დიალოგებიდან ირკვევა,რომ პროექტებმა მათ შესძინა
გამოცდილება, ახალი ცოდნა, მოსწავლეებთან მეტი ურთიერთობა და მათთან ერთად
მონაწილეობის მიღება ერთობლივი პროდუქტის შექმაში. თუმცა უნდა
აღვნიშნო,რომ უფრო მეტი ნაწილი მაინც საგაკვეთილო სისტემის „გადახვევის“
მომხრე არ არის,ვინაიდან, მათი აზრით, გაკვეთილს ანალოგი არ მოეძებნება.
         იხილეთ მონაცემთა ანალიზი
     

 თანამედროვე ჩვეულებრივი გაკვეთილი  თუ პროექტებით სწავლება, მონაცემები
შემდეგნაირად გადანაწილდა
მოსწავლეები



25








მასწავლებლები
91%
9%
მოსწავლეები,რომლებსაც მოსწონთ პროექტებით სწავლება მოსწავლეები, რომლებსაც არ მოსწონთ პროექტებით სწავლება



26


     
       როგორც ვხედავთ, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დამოკიდებულება
პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით თანხვედრაში არ არის. სახეზეა, ერთი
მხრივ, მოსწავლეთა მზაობა და უკეთესი შედეგები, მეორე მხრივ კი,მასწავლებელთა
მხრიდან ფრთხილი დამოკიდებულება. იმედია, თვისობრივი და შინაარსობრივი
ცოდნა,რომელსაც მოსწავლეები აღწევენ,აგრეთვე  შესაბამისი თემატური ტრენინგები
პედაგოგების ამ ნაწილს პროეტებით სწავლების მეთოდთან მოარიგებენ.





10.3  განხორციელებული პროექტით/პროექტებით
27%
73%
მასწავლებლები რომლებიც წარმატებით ახორციელებენ პროექტებს მასწვლებლები, რომლებიც უარს ამბობენ პროექტებზე



27

მიღებული მატერიალური სარგებელი

            პროექტით/პროექტებით სწავლებას აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე. მას
შემდეგ, რაც არასამთავრობო  ორგანიზაციები შევიდნენ სკოლებში, მათი ეგიდით
განხორციელებული პროექტები ფინანსდება (რა თქმა უნდა, მოგების შემთხვევაში
მ.ბ.).  ასეთი იყო სოციალური პროექტი, რომლის საშუალებითაც სკოლაში
პროექტორი გვაქვს. ამ პროექტორის წყალობით იგეგმება თითქმის ყველა საგანში
თანამედროვე გაკვეთილები.
          განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული იყო თავისუფალი
გაკვეთილებიც. მოსწავლეებისთვის შევიძინეთ თაბახის ფურცლები, მარკერები,
კალმები, წიგნები, ფლიფჩარტები, ფერადი ქაღალდები.
        დარწმუნებული ვარ, რომ არა ამ პროექტების დაფინანსება, სკოლის დირექცია
მაინც გამოყოფდა თანხას სკოლის ბიუჯეტიდან და პროექტებს არ შეაყოვნებდა,
რადგან ხუცური სახეობის ანბანის წერა-კითხვის შესწავლისას საჭირო ყველა მასალა,
საკანცელარიო ნივთი თუ საღებავი დირექციამ გადმოგვცა. ეს კი იმაზე მიუთითებს,
რომ სკოლა მზად არის ახალი ფორმატის გაკვეთილებს ყველანაირად შეუწყოს ხელი.





10.4 კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის, დირექციისათვის



28

(ერთგვარი ანგარიში, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია კვლევას
მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისათვის, დირექციისათვის, მკვლევარი
პედაგოგისათვის)
             
             კვლევამ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თითოეული პროექტის
განხორციელება მოსწავლეებისათვის. ცოდნასთან ერთად, როგორ შეძლეს და
ისწავლეს  ამ ცოდნის გამომჟღავნება,როგორ წახალისდა მათი დამოუკიდებელი
მოქმედებები,საქმიანობები, დაძლიეს კომპლექსები, ისწავლეს ურთიერთობები,
აზრის თავისუფლად გამოთქმა, დამოუკიდებელი აზროვნება და ა. შ.  ეს ყველაფერი
გვაიძულებს პედაგოგებს, სკოლის დირექციას, მოსწავლეებს შევთავაზოთ სხვადასხვა
ტიპის პროექტები. ანუ სარგებელი მოსწავლეებისათვის, კვლევიდან გამომდინარე ,
იქნება ამ ფორმატით მუშაობა მათთან.     
           ყველა პედაგოგს ვურჩევ, დაინტერესდეს და განახორციელოს პროექტები
როგორც თავის საგანში, ასევე ინტეგრირებულად. მათთვის სარგებელია წინამდებარე
კვლევის გაცნობა , ვინაიდან დაწვრილებით არის განხილული რამდენიმე პროექტი ,
მათი სარგებელი.
          კვლევის გაცნობა ინფორმაციულობის, პროექტის ჩატარების წაქეზების,
გამოცდილების გაზიარების ყველაზე მოკლე გზაა სკოლის პედაგოგებისათვის.   
           რაც შეეხება დირექციას, მას უკვე აქვს კვლევა თავის სკოლაში
განხორციელებული პროექტების შესახებ. იცის, რა  და როგორი ფორმატის ცოდნა და
უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს  მოსწავლეებმა. შეუძლია დაუკვეთოს კლასის, სკოლის,
თემის საჭიროებიდან გამომდინარე პროექტები ამა თუ იმ მასწავლებელს. წესით ასე
მუშაობენ სკოლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ავტორიტეტულობაზე.



29

          ყოველთვის ვირჩევდი და ვირჩევ  გაკვეთილის ალტერნატიულ გზებს.
პროექტი მაძლევს  ჩემი პედაგოგიური დაკვირვებების, ცოდნისა და გამოცდილების
თავმოყრის საშუალებას. ამ კვლევის სარგებელია ის, რომ პროექტზე ბევრი
ინფორმაცია დამიგროვდა და მზად ვარ, დახმარება გავუწიო მათ, ვინც ამას
მოინდომებს.
              ადრე ვფიქრობდი, მთავარია პედაგოგმა საქმე გააკეთოს, რა ხერხითაც უნდა,
ასწავლოს მოსწავლეს და აუცილებელი არ არის, ეს ყველაფერი დაიწეროს-მეთქი.
ვცდებოდი. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, სახეზეა ის,
რაც გიკეთებია. ამ კვლევამ, რა თქმა უნდა, ეს სარგებელიც მომცა.
             არც იმ სარგებლის გამოცხადება მიმაჩნია სირცხვილად, პედაგოგისთვის ორი
ქულა რომ მოაქვს.



10.5  „სასკოლო ბაზრის ათვისება“/  სხვადასხვა ტიპის პროექტების შეთავაზება
კოლეგებისათვის, მოსწავლეებისათვის, სკოლის ადმინისტრაციისათვის.


               თანამედროვე სკოლა, რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ მას, თავისუფლად
იძლევა პროექტების განხორციელების საშუალებას.პროექტების მიზანი ეროვნული
სასწავლო გეგმიდან გამომდინარეობს. ჩვენს სკოლას, სსიპ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის  სოფ. მეორე სვირის N2 საჯარო სკოლას,  შეუძლია უამრავი სახის
სასწავლო პროექტის განხორციელება ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი,



30

საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო თუ სხვა მიმართულებით.  მთავარია სკოლა იყოს
ორიენტირებული გარკვეული პროდუქტის შექმნაზე, რადგან პროექტი ყველაზე
მეტად უზრუნველყოფს კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და
კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.
                მოკლედ, პროექტის  განხორციელების მთავარი არსია არსებული
სიტუაციის შეცვლა სასურველი სიტუაციით  და ეს მასწავლებლებმა და
მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიებებით  უნდა შეძლონ.

                                                 

  11. რეფლექსია 
       კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის იყო თანმიმდევრული პროცესი.
კვლევის წარმოებისას და აღწერისას მუდმივ კონტაქტზე ვიყავი გამოცდილ
პედაგოგებთან, დამწყებებს კი მოვუწოდებდი პროფესიული გამბედაობისკენ, რომ
ყველა საგნის მასწავლებელს, დაწყებითი კლასების ჩათვლით, შეუძლია
განახორციელოს საინტერესო პროექტი.
      კვლევის დასრულების შემდეგ მქონდა ინდივიდუალური აზრთა გაზიარებები
კოლეგებთან კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. გულდასმით მოვისმინე მათი
უკუკავშირები.  შენიშვნები ეხებოდა ძირითადად დროის ლიმიტს, რომ
თანამედროვე საგაკვეთილო სისტემიდან გადახვევა „არაკანონიერია“, რომ
საგაკვეთილო თემატური გეგმები გაწერილი გვაქვს სასწავლო წლის დასაწყისშივე და
„კანონის ფარგლებში“ უნდა წარიმართოს. 
     უნდა აღვნიშნო, რომ ბევრ ჩემს კოლეგას უგაკვეთილო სისტემა ვერ
წარმოუდგენია. ნება მომეცით, არ დავეთანხმო მათ. გარკვეულ ნაწილს არ  მოსწონს



31

პროექტი  მოცულობითი სამუშაოების  გამო. რამდენიმე კოლეგის აზრით, კარგი
იქნებოდა, თუ მოსწავლეთა აზრები პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით, მეტი
რაოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი. მე კი ისინი შინაარსობრივი ფორმით
დავახარისხე ისე, რომ არც ერთი აზრი ყურადღების მიღმა  არ დამიტოვებია.
      კარგი იქნება, სკოლის დირექცია პედაგოგების ახალი ინოვაციების,
შესრულებული სამუშაოების ანალიზის, კვლევის შედეგების გაზიარებისა და
მისთანებისთვის შექმნის სადისკუსიო კლუბს.
                             










                                 





32


                                    გამოყენებული ლიტერატურა:

1. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.პრაქტიკული
გზამკვლევი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი,2014.
2. ჯონ დიუი, სკოლა და საზოგადოება,მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი, 2013.
3. ჯ.ჯინჯიხაძე, თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები, 2013.
4. ჟურნალი „მასწავლებელი“N2.2016.
5. ჟურნალი“მასწავლებელი“N1-2,2010.

No comments:

Post a Comment