გაკვეთილის ტიპი
|
ინტეგრირებული გაკვეთილი
|
ინტეგრირებული საგნები და მასწავლებლები
|
ქართული ენა და ლიტერატურა/ მთვარისა ბესელია;
ფიზიკა/ თინა ფერაძე.
|
გაკვეთილის თემა
|
სიკეთისა და ბოროტების ურთიერთმიმართების
საკითხი მაკროკოსმოსში ( სამყაროში)
|
განსახილველი ლიტერატურა
|
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“/ქართული ენა და ლიტერატურა,
სითბური მოვლენები/ფიზიკა.
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო, მე-10 კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე. სპეციალური საწიროების მქონე მოსწავლე არ არის.
|
ესგ-ით მისაღწევი მიზნები
|
ქართ.მე-10.1მოსწავლეს შეუძლია
მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
* მსჯელობს არგუმენტირებულად,
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა,
* იყენებს ფაქტებს...ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების
გასამყარებლად,
* დამაჯერებლად იცავს საკუთარ
მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას,
ქართ.მე-10.4.მოსწავლეს შეუძლია
თანაკლასელთა ზეპირი მოხსენების გაანალიზება და შეფასება.
ქართ,მე-10.11. მოსწავლეს
შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ფიზიკა მე-10. 5.მოსწავლეს შეუძლია
ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.ბუნებაში ენერგიების განაწილების კვლევა.
|
გაკვეთილის მიზანი
|
შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნისა“ და სითბური მოვლენების ანალიზის საფუძველზე მოსწავლემ უნდა გაიაზროს,
რომ სამყაროში რაობა, არსი მხოლოდ სიკეთეს აქვს და ის ყოველთვის იმარჯვებს.
ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ
სიკეთის გამარჯვებისათვის ბრძოლა და მოქმედებაა საჭირო.
მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი და ჯგუფის პოზიცია (უნარების განმტკიცება).
|
წინარე ცოდნა
|
სასულიერო მწერლობა/ქართული
ენა და ლიტერატურა;
ენერგიის ფორმები/ფიზიკა.
|
გაკვეთილის მსვლელობა/მენეჯმენტი
|
გაკვეთილის წარდგენა (გაკვეთილის
თემა, მიზანი, ესგ-ით გათვალისწინებული სტანდარტი,მოსალოდნელი შედეგები, შეფასების
რუბრიკები...)2წთ.
აქტივობა 1-ლი
გონებრივი იერიში
ქართული ენა და ლიტერატურა
რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება(Tდიაგრამის შექმნა) 5წთ.
ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის სქემაზე დაკვირვება (5წთ).
„არეოპაგეტული“ სწავლების გათვალსაჩინოება.(სიკეთის არსი და ბოროტების
უარსობა. პასუხი კითხვაზე-რა არის ბოროტება?).5წთ.
წინარე ცოდნა- როგორ მარცხდება
ბოროტება აგიოგრაფიულ მწერლობაში?(კითხვა-პასუხი)5წთ.
სინათლისა და სიბნელის რაობის
გარჩევა; ენერგიის განაწილება ბუნებაში; რას ნიშნავს სინათლის ნაკლებობა/ფიზიკა.
5წთ.
აქტივობა
მე-2
ახალი ცოდნის კონსტრუირება
ქართული ენა და ლიტერატურა
პრეზენტაციები/რეფერატები
1.“ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენი დივნოს გააცხადებს,/ღმერთი კარგსა მოავლინებს
და ბოროტსა არ დაბადებს,/ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,/თავსა
მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.“3წთ.
2.“ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა?/რად დასწამებ სიმწარესა
ყოველთათვის ტკბილად მხედსა?/ ბოროტიმცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა.“3წთ.
3.“რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?“3წთ.
4.“ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“3წთ.
5.“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“3წთ.
6.“უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია“3წთ.
ფიზიკა
7.სინათლის სტრუქტურა.3წთ.
8.თეთრისა და შავის , სითბოსა და სიცივის...ფილოსოფია ფიზიკაში.3წთ.
შესაბამისად, თითო წთ. დაეთმობა
ყველა მომხსენებელს კითხვა-პასუხისთვის.(8წთ).
აქტივობა მე-3
კონსტრუირებული ცოდნის უკუკავშირი
დამაინტრიგებელი კითხვა-როგორც ვნახეთ, ბოროტება აუცილებლად დამარცხდება, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. გაძლევთ თუ არა
ამის ცოდნა გარანტიას, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება? 2წთ.
ჯგუფური მუშაობა. ორმა ჯგუფმა
წარმოადგინოს ერთგვარი უკუკავშირი. 5წთ.
აქტივობა მე-4
უკუკავშირის დასაბუთება
მინი ლექცია -როგორ ვისწავლოთ
ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება.5წთ.(ქართული ენისა და ლიტერატურიის მასწავლებელი).
მინი ლექცია-როგორ გამოვიყენოთ
ცხოვრებაში ატომური ენერგია/აღმოჩენები ფიზიკაში-მოქმედების შედეგი 5წთ.
აქტივობა მე-5
შეჯამება-შეფასება
შეთავაზება სწავლებისა-„სჯობს
სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“5წთ.
რეზიუმეს სახით ჩამოთვლა. თუ რა გვასწავლა დღევანდელმა
გაკვეთილმა.5წთ.
მოსწავლეების შეფასება.4წთ.
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლემ გაიაზრა სიკეთის არსი და მისი გამარჯვების გარდაუვალობა.
მოსწავლე მიხვდა, რომ მოქმედების
გარეშე სიკეთე ვერ გაიმარჯვებს.
მოსწავლემ შეძლო საკუთარი და
ჯფუფის ინტერესების პოზიციის წარმოდგენა(განმტკიცებული
უნარები).
|
სასწავლო მასალა და რესურსი
|
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“( ნოდარ ნათაძის რედაქცია),
ფიზიკის სახელმძღვანელო,მე-10კლასი.
ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის სქემა;
Tდიაგრამა სიკეთისა
და ბოროტების ფორმების
ჩამოსათვლელად;
„არეოპაგეტული“ სწავლების თვალსაჩინოება.
პლაკატები, დაფა, ცარცი.
|
შეფასების საგანი
|
პრეზენტაცია;
ჯგუფური მუშაობა.
|
მოსწავლეთა შეფასება
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
|
რეფლექსია ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილზე
მოგეხსენებათ,
შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი ლაიტმოტივი გახლავთ ბოროტების დამარცხება
და სიკეთის გამარჯვება. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“- ეს არის ნაწარმოების
მთავარი კრედო.
ფრიად
მნიშვნელოვანია, რომ მე-10 კლასელი მოსწავლე სიღრმისეულად გაერკვეს სიკეთისა და ბოროტების
ურთიერთმიმართების საკითხში.ჩემი მიზანდასახულობაც ეს იყო. საკითხის უკეთ გასაგებად
მივმართე ინტეგრირებას ფიზიკის დისციპლინაში. კერძოდ, გადავწვდით მთელს მაკროსამყაროს,
სითბურ მოვლენებს, სამყაროში ბოროტება ( შესაბამისად, სიცივე, სიბნელე, შავი ფერი...) არ არსებობს. მოსწავლეებისთვის
უნდა გამეგებინებინა არეოპაგეტული სიბრძნე, რომ ბოროტებას არსი არა აქვს, ის სიკეთის
ნაკლოვანებაა. ფიზიკაში ნასწავლი სითბური მოვლენები ადასტურებენ, რომ სინამდვილეში
არ არსებობს სიცივე, სიბნელე... რომ ისინი სითბოსა და სინათლის ნაკლოვანების შედეგია.
გაკვეთილის
მენეჯმენტი მრავალფეროვანი იყო. მინდოდა ნაბიჯ-ნაბიჯ გავსულიყავი შედეგზე, რომელიც
დაფუძვნებული იყო მიზანზე. შოთა რუსთაველის „ვეფხვისტყაოსნისა“ და სითბური მოვლენების
ანალიზის საფუძველზე მოსწავლეს უნდა გაეაზრებინა, რომ სამყაროში რაობა, არსი მხოლოდ
სიკეთეს აქვს და ის საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს.
უნდა მოგახსენოთ,
რომ არ მინდოდა ამ ცოდნისგან მათ შექმნოდათ ილუზია, თუ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს, მაშინ რა საჭიროა
მოქმედება? ამიტომაც გაკვეთილის მიზანდასახულობა ამოწურული იქნებოდა მაშინ, როცა მოსწავლეებს
დავარწმუნებდი სიკეთისათვის ბრძოლის აუცილებლობაში.
უპირველეს
ყოვლისა, წარვადგინე გაკვეთილი( თემა, მიზანი, ესგ-ით გათვალისწინებული სტანდარტები,
მოსალოდნელი შედეგები, შეფასების რუბრიკები...).
კარგად გამოვიყენე
T დიაგრამა სიკეთისა და ბოროტების „დასახარისხებლად“. მოსწავლეები დავაკვირვე
სამყაროს შექმნის სქემას(„ბოროტიმცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა“- ეუბნება თინათინი
მამას.). გავათვალსაჩინოეთ არეოპაგეტული სწავლება(არსი- სიკეთე, უარსობა- ბოროტება.).
როგორ მარცხდება
ბოროტება სასულიერო მწერლობაში? წინარე ცოდნის გახსენებამ საკითხი გააღრმავა. ფიზიკის
მასწავლებელმა ისაუბრა სინათლისა და სიბნელის რაობის შესახებ. რას ნიშნავს სინათლის
ნაკლებობა, როგორ ნაწილდება ენერგია ბუნებაში. მხატვრულ ნაწარმოებში არსებულმა ცოდნამ
სიკეთის შესახებ მოიცვა მთელი მაკროსამყარო.
ახალი ცოდნა
მოსწავლეებმა აითვისეს რეფერატების საშუალებით. კერძოდ, განხილულ იქნა შემდეგი ფრაზები:
ქართული ენა და ლიტერატურა
1.“ამ
საქმესა დაფარულსა, ბრძენი დივნოს გააცხადებს,/ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა
არ დაბადებს,/ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,/თავსა მისსა
უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.“3წთ.
2.“ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა?/რად
დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?/ ბოროტიმცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა.“3წთ.
3.“რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?“3წთ.
4.“ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“3წთ.
5.“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“3წთ.
6.“უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია“3წთ.
ფიზიკა
7.სინათლის სტრუქტურა.3წთ.
8.თეთრისა და შავის , სითბოსა და სიცივის...ფილოსოფია
ფიზიკაში.3წთ.
როგორც ვხედავთ,
თითოეული რეფერატის წარმოსადგენად მოსწავლეებს ჰქონდათ სამი წუთი, მაგრამ ეს მითითება
მოსწავლეების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. უხერხულად ჩავთვალე ,გაკვეთილზე რაიმე
ფორმით შევხებოდი მათ ნამუშევრებს, ამიტომ დავიწყე გეგმის მოდიფიცირება. კერძოდ, დამაინტრიგებელი
კითხვა_ გაძლევთ თუ არა იმის ცოდნა, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს, იმის გარანტიას,
ეს აუცილებლად ასე მოხდება და ამისთვის ბრძოლა საჭირო აღარ იქნება?_ გეგმით გათვალისწინებული
ჯგუფური მუშაობით კი არა, კითხვა-პასუხით ამოვწურე. მინი ლექციები ამ საკითხთან დაკავშირებით
5წთ-დან 3წთ-ზე დავიყვანეთ. მოსწავლეებს შევთავაზე ცხოვრებაში ღირსეული მოქმედებისათვის,
ბრძოლისათვის ყველაზე მთავარი დევიზი: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.
ბოლოს რეზიუმეს სახით ჩამოვთვალეთ, თუ რა გვასწავლა დღევანდელმა გაკვეთილმა.
ორი მოსწავლე
შეფასდა რეფერატის პრეზენტაციაში. ჯგუფურ მუშაობაში შეფასება გამოირიცხა. განმავითარებელი
შეფასება მივეცი ორ მოსწავლეს, მათგან ერთს მომდევნო გაკვეთილისთვის შევპირდი წერილობითი
ფორმით გადმოცემას.
ინტეგრირებულ
გაკვეთილზე გამოიკვეთა განსახილველი თემის ინტეგრირება ბიოლოგიის დისციპლინაშიც ( როგორ
მიილტვის მცენარე სინათლისკენ...).
საერთოდ,
უკიდეგანოა მხატვრული ლიტერატურის საშუალებები, შეერკინოს ნებისნმიერ თემას მაკროსამყაროში.
მოსწავლეებმა
მიიღეს ცოდნა(სიკეთე იმარჯვებს) და მომავალი ცხოვრების შენების ფორმულა(სიკეთის გამარჯვებისთვის
უნდა იბრძოლო, იმოქმედო).
რაც შეეხება
კოლეგებს, ჩაუღრმავდნენ ინტეგრირების არსს. დაინახეს, როგორ ახერხებენ მოსწავლეები
ცოდნის ტრანსფერს. მოდიფიცირების შემთხვევაში, როგორ შეიძლება მიზნის შესაბამის შედეგზე
გასვლა.
დარწმუნებული
ვარ, მე და ჩემი კოლეგები კიდევ ჩავატარებთ ბევრ ასეთ გაკვეთილს. მითუმეტეს, რომ ისტორიის
საგანთან ინტეგრირების უამრავი მაგალითი გვაქვს (წელს აფხაზეთის თემაზე გვქონდა ერთობლივი
საერთო გაკვეთილი).
ვფიქრობ,
მსგავსი გაკვეთილები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებას. მოსწავლეები
შეძლებენ სხვადასხვა საგანში დაგროვილი ცოდნის ერთმანეთში გადატანას, მათ შორის არსებული
კანონზომიერებების აღმოჩენას, დაკვირვებას, მსგავსება-განსხვავების პოვნას, დასკვნების
გაკეთებას, ანალიზს, შეფასებას.
მიუხედავად
იმისა, რომ მოსწავლეებმა დროის ლიმიტი არ დაიცვეს, ვფიქრობ, რეფერატები იყო წარმატებული.
კარგად ჩანდა მათი ანალიზის სიცხადე, აზრის გაბედულება, საკითხის სიღრმისეული წვდომა
და ფრაზებთან დაკავშირებული ფაქტების საინტერესო ინტერპრეტაცია.
მართალია,
მოსწავლეებს თავიანთი ნააზრევის გადმოცემაში ხელი არ შევუშალე (რეფერატები), მაგრამ ვასწავლე მათ, რომ
დროის ლიმიტის დაცვა აუცილებელია და მომავალში ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. ზეპირი
და ზერელე რომ არ გამოსულიყო ჩემი სწავლება, მომავალში დავგეგმე მსგავსი ტიპის დავალებების
მიცემა დროის ლიმიტის შემოწმების მიზნით.
ბუნებრივია,
ეს სწავლება ადრე რომ განმეხორციელებინა, გაკვეთილიც გეგმის მიხედვით წავიდოდა. არ
დამჭირდებოდა მოდიფიცირება. მაგრამ მთავარი ეს არ არის, ამას ყოველთვის მოევლება, მთავარია
მოსწავლეს ჰქონდეს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება დროის ფაქტორის მიმართ. ამას აუცილებლად
გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას.
No comments:
Post a Comment