Saturday, July 6, 2019

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმა N5


                                                                                      გაკვეთილის გეგმა N5

მასწავლებლის სახელი, გვარი: მთვარისა ბესელია
პირადი ნომერი: 18001027496
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე(სსსმ მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა:გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა,“იდეურ-მხატვრული ანალიზი (გალაკტიონის ლექსის ფორმისა და შინაარსის უნიკალურობის გაგებისათვის)
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ
ü  დაინახოს  და გააანალიზოს ეპოქის(1923წელი) კვალი ლექსში;
ü  ისაუბროს ავტორის დამოკიდებულებაზე სამშობლოს ტკივილის მიმართ;
ü  დააკვირდეს ფორმისა და შინაარსის ფარდობითობას,ამოიცნოს მხატვრული სახეები,ჩასწვდეს სამშობლოს  სიმბოლოების მნიშვნელობას;
ü  გამოხატოს აღნიშნული თემისადმი თავისი დამოკიდებულება თანამედროვე პოზიციიდანაც.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის თემა და საგაკვეთილო მიზანდასახულობა თანხვედრაშია და შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ქართ.XII.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის,ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,თემების,იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü  ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს,დროს,კულტურულ-სოციალურ გარემოს;
ü  განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს,იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
ქართ.XII.8 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
ü  წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
ü  გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
                                                                                                                                                                                                                                                  

N
აქტივობის
მიზანი და
აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა/
ფორმები
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ
რესურსების მიზანშე
წონილობა
სასწავლო
მიზნებთან
მიმართებაში)
დრო(წთ)
1
პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემის, მიზნის, ესგ-ის სტანდარტისა და შეფასების რუბრიკების განსაზღვრა
ლექსის წარდგენა


ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი,
კალამი
კომპიუტერი,
პროექტორი
საინფორმაციო პოსტერი
(გაკვეთილის თემა,მიზანი, შეფასების რუბრიკები)

5წთ.
2
აქტივობა:ინტერაქტიული მინი ლექცია სათაურის ინტერპრეტირებისა და 1923 წელთან დაკავშირებული მოვლენების დასაკავშირებლად
აქტივობის მიზანი: გონების მობილიზება
არსებული ცოდნის გამოსავლენად;
მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად.
ქტივობის აღწერა:სათაურის ინტერპრეტირება
(მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს,რა ან ვინ წარმოუდგებათ თვალწინ, როცა მშობლიურ გარემოზეა საუბარი? რას ნიშნავს მათთვის მშობლიური გარემო?...) ამის შემდეგ უხსნის მათ სიტყვა „ეფემერას“ მნიშვნელობას. სიტყვის გაგების მერე კი შეახსენებს ლექსის დაწერის თარიღს-1923წელს და სთხოვს გაათვალსაჩინონ ამ წელთან და მის ირგვლივ დაკავშირებული ისტორიული ფაქტები და მოვლენები.დაუკავშირონ ცოდნა ერთმანეთს

ინტერაქტიული მინი ლექცია
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ფლიფჩარტი,
მარკერი

მოსწავლეები შექმნიან რესურსს, რომელშიც
გაათვალსაჩი
ნოებენ 1923 წელთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს
(აღნიშნული რესურსი დაგვეხმარება საგაკვეთილო მიზანში გაწერილი ეპოქის სურათის წარმოსაჩენად)
10წთ.
3
აქტივობა:ახალი ცოდნის კონსტრუირება
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები თვითონ შეეცდებიან  ახსნან ახალი მასალა წინარე ცოდნიდან გამომდინარე;
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად.ერთ ჯგუფს ავალებს იმუშაონ ლექსის შინაარსობრივ მხარეზე, ხოლო მეორეს-ლექსის ფორმაზე, თუ რა მხატვრული სახეებით და როგორ ითქვა სათქმელი.

პრაქტიკული მუშაობა
ჯგუფური
მუშაობა
ფლიფჩარტი,
მარკერი,
ფურცლები.
კალმები
7წთ.
4
აქტივობა:მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:ჯგუფებმა კლასს გააცნონ გალაკტიონის შინაარსობრივი დამოკიდებულება სამშობლოს ტკივილის მიმართ და ამ ტკივილის მხატვრულად გადმოცემული სახეები
აქტივობის აღწერა:პრეზენტაციას გააკეთებს ორი ჯგუფი (შეავსებენ განსხვავებული მოსაზრებებით)
მასწავლებელი მადლობას გადაუხდის მოსწავლეებს და შეაჯამებს მათ ნამუშევრებს
პრეზენტაცია
ინდივიდუა
ლური



6წთ.
5
აქტივობა:მინი ლექცია
აქტივობის მიზანი:ცოდნის გამთლიანება
აქტივობის აღწერა:ლექცია შეეხება გალაკტიონის ლექსის შინაარსისა და ფორმის ერთნაირ მდგრადობას,რაც კარგად ჩანს „მშობლიურ ეფემერაში“.შინაარსი და ფორმა აქ ერთნაირი სიძლიერითაა წარმოდგენილი და ეს არის სწორედ გალაკტიონის პოეზიის ნიშა.
ასევე ცოდნის გასამთლიანებლად მოსწავლეებს დავაკვირვებ ზოგადად   ქართული ლექსის გალაკტიონის შემდგომ ისტორიაზეც.


ინტერაქტიული მინი ლექცია
მასწავლებე
ლი
იხ.დანართი N1,დანართიN2, დანართიN3 რესურსები წარსულის აცდენილი რეალობის,
გალაკტიონისა  და გალაკტიონის შემდგომი ქართული ლექსის ისტორიის შესახებ
7წთ.
6
აქტივობა:საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა თანამედროვე პოზიციიდანაც
აქტივობის
მიზანი:არსებული და ახალი ცოდნის ბაზაზე მოსწავლემ გამოხატოს თავისი პოზიცია დღევანდელობიდანაც.
აქტივობის აღწერა:მოსწავლე აფიქსირებს საკუთარ აზრს
კომენტარი
მთელი კლასი

5წთ
7
შეფასება:
სწავლის გაუმჯობესების მიზნით,
განმავითარებელი შეფასება
(მასწავლებელი კლასს/მოსწავლეს ეტაპობრივად მისცემს განმავითარებელ შეფასებას.
განმსაზღვრელი შეფასება:
შესაბამისი რუბრიკებით




5წთ.


 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ
ü  დაინახა და გააანალიზა ეპოქის(1923წელი) კვალი ლექსში;
ü   ისაუბრა ავტორის დამოკიდებულებაზე სამშობლოს ტკივილის მიმართ;
ü  დააკვირდა ფორმისა და შინაარსის ფარდობითობას,ამოიცნო მხატვრული სახეები,ჩაწვდა სამშობლოს  სიმბოლოების მნიშვნელობას;
ü  გამოხატა აღნიშნული თემისადმი თავისი დამოკიდებულება თანამედროვე პოზიციიდანაც.

შეფასება:   
განმსაზღვრელი შეფასება(ლექსის შინაარსის განსაზღვრა,ლექსის მხატვრული განსაზღვრა,
პრეზენტაცია)
                          ლექსის შინაარსის განსაზღვრა

განსაზღვრავს ლექსის შინაარსს,მსჯელობს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები
4-3
განსაზღვრავს ლექსის შინაარსს,მსჯელობს,მაგრამ არ მოჰყავს შესაბამისი მაგალითები/ან მოჰყავს მაგალითები, მაგრამ უჭირს ლოგიკურად მათი დაკავშირება
2
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე გაიგოს ლექსის შინაარსი
1   
ვერ საზღვრავს მოცემული ლექსის შინაარსს
0
                           ლექსის მხატვრული განსაზღვრა

მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,არკვევს მათს მხატვრულ ფუნქციებს.
4-3
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება.
2
მითითების მიხედვით ცდილობს ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე,შეუძლია ეპითეტისა და რამდენიმე სიმბოლოს ამოცნობა.
1
არ იცნობს ტროპის სახეებს.
0
                                    პრეზენტაცია

საკითხი გამოაქვს ორგანიზებულად,ავლენს შემოქმედებით უნარებს, მსჯელობა ლოგიკურია და დამაჯერებელი,იცავს დროის ლიმიტს.
2
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ფლობს ინფორმაციას,მაგრამ ხანდახან უჭირს დალაგება და ლოგიკური გადმოცემა.ვერ იცავს დროის ლიმიტს.
1
საპრეზენტაციო საკითხს ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად,კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად.
0







დანართიN1
        „1921 წლის 22 ივნისს გაზეთ „კომუნისტის“პირველ გვერდზე დაიბეჭდა მამხილებელი სტატია--„თავი აიშვეს“, ხელს აწერს რ.კ.(რაჟდენ კალაძე)
--ჩვენი მუშურ-გლეხური რესპუბლიკის შინაური მტრები არ ისვენებენ...ყველა შეამჩნევდა,რომ სამი თვეა,რაც ქართულ ნაციონალისტურ პოეზიაში ერთი საშინელი შოვინისტური ვაკხანალიაა გამართული...მოიგონეთ „პოეზიის დღე“ და იქ ნაციონალისტ მგოსნების „ბუზღუნი“სამშობლოზე,მოიგონეთ გრიშაშვილის და გალაქტიონის „უკვდავი საღამოები“,რომლითაც მათ ჩვენი „საზოგადოების“ უსაქმურ ნაწილს ისედაც აშლილი ნერვები გაუღიზიანეს და ჩვენს სამტროდ მომართეს.ეს ჩინებული აგიტაციაა, ჩვენი აშკარა მტრების სასარგებლოდ გაწეული...რა გაეწყობა!  ჩვენ ვივლით ჩვენი გზით, ისტორიის გაკაფული გზით და თუ ამ გზიდან ეს ჩუმი მოღალატენი და გაუსწორებელი კუზიანები, ჩვენი მეტხორცნი უფსკრულში გადაიჩეხებიან,ამის მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ „დღეს საქართველო ის როდია,რაც იყო წინათ; ახლმა ძალამ ძველი ძალა მოსპო,ალაგმა!“
     დავაკვირდეთ:“შინაური მტრები“,“ჩუმი მოღალატენი“,’გაუსწორებელი კუზიანები“,ჩვენი ხალხის მეტხორცნი“.--ჯერ კიდევ არ დაწყვილებულა დაუნდობელი სინტაგმა: ხალხის მტერი“(ვახტანგ ჯავახაძე,“უცნობი“1996წ.გვ.483).

დანართი N2
„აღიარებულია,რომ გალაკტიონ ტაბიძის სმენამ ქართული ლექსის განსაკუთრებულ მუსიკალურ ჟღერადობას მიაკვლია“(ქართული ენა და ლიტერატურა(ავტორთა ჯგუფი: ვახტანგ როდონაია,ავთანდილ არაბული.ნინო ნაკუდაშვილი,მარინე ხუციშვილი),2012წ.,მე-12 კლასი, „გალაკტიონის ლექსის მუსიკა“გვ.338).


დანართი N3
ლექსი, უპირველეს ყოვლისა, შინაგანად უნდა იყოს ლამაზი. გარეგნული მობრჭყვიალება ლექსის სისუსტეზე მიუთითებს.მცირე გამონაკლისების გარდა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზია ამ სენმა პირდაპირ წელში გადატეხა. შეცდენილი მკითხველიც მის ტყვეობაში მოექცა. ლექსიკის სილამაზეს შეფარებულმა ავტორებმა იაფფასიან პოეზიას გაუხსნეს გზა მკითხველთა გულებისკენ. ამ დროს, ევროპულმა, ამერიკულმა აზროვნებამ სხვა სადინარი იპოვა უბრალო, არაფრით გამორჩეულ ფრაზებში და ამგვარად გამოხატა თავისი სათქმელი. აქაც ჩამოვრჩით მოვლენებს.თუმცა, განვითარების ეს პროცესი ქვეყნის განთავისუფლების შემდეგ შეუქცევადი გახდება.”
აპოლონ ადონია.
1988წ.





ხელმოწერა:                                /მთვარისა ბესელია/
თარიღი:20.03.2019წ.

No comments:

Post a Comment