Saturday, July 6, 2019

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  მთვარისა ბესელია,  18001027496
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი:  საშუალო / მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  9
მოსწავლეთა პროფილი:  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:   ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა.”ინიცირება თემისა-აფხაზეთი, ჩემი! (ტრანსფერიადა)
ესგ-ით მისაღწევი სტანდარტი:    ქართ.XII  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.
        @ მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე
        @ სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს;
         @საუბრობს იმაზე,თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
         @ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის;
         @ახსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.

გაკვეთილის მიზანი:  ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ამოკრიბოს ტექსტიდან ფაქტობრივი ინფორმაცია;  გამოხატოს თავისი დამოკიდებულება; განახორციელოს ტრანსფერი; გამოიყენოს არსებული ცოდნა, რის საფუძველზეც გაანალიზოს საკითხები /პრობლემები თანამედროვეობასთან მიმართებაში; აჩვენოს მზადყოფნა ამ საკითხების/ პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე.




N
              აქტივობის აღწერა
გამოყენებუ
ლი მეთო
დი/მეთო
დები
კლასის
ორგანიზე
ბის ფორმა/
ფორმები
სასწავ
ლო
რესურსე
ბი

დრო
1
(გაკვეთილის თემის, მიზნის, ესგ-ით მისაღწევი სტანდარტისა და შეფასების ტიპების გაცნობა)
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს, შექმნან ასოციაციური რუკა აფხაზეთის, გნებავთ, სოხუმის მათეული ასოციაციისათვის (არჩევანი მათზეა. გაკვეთილს ,ძირითადად, მოსწავლეები ჩაატარებენ, მასწავლებელი მიზან-შედეგობრივ მიმართულებას „გააკონტროლებს“).
ინსტრუქ
ტაჟი


გონებრივი იერიში
მთელი კლასი



ფლიფ
ჩარტი ან
დაფა
5 წთ.
2
დაისმება კითხვა--X-XI-XII კლასებში სწავლისას რომელ ნაწარმოებებში შევხვდით აფხაზეთის თემას?
პასუხების მიღების შემდეგ კლასს ვყოფ სამ ჯგუფად (იოვანე საბანისძის „აბოს წამება,“ გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“).
 ვაძლევ მოკლე ინსტრუქციას, ტექსტების ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინონ  -აფხაზეთის ეპოქისეული კულტურულ-სოციალური და ისტორიული ფასეულობები, ამოიცნონ ის უნივერსალური სიმბოლოები , რითაც დასტურდება აფხაზეთის ქართულსახელმწიფოებრიობა.
კითხვა-
პასუხი

პრეზენტა
ცია
მთელი
კლასი

ჯგუფური
მოსწავ
ლეების
მოსაფიქ
რებელია

10წთ.
3
ლეო ქიაჩელის ერთგვარი წინასწარმეტყველების აღსრულება- რიცხვების თამაში (25 თებერვლის 27 თებერვლით დათარიღება, 27-ში, ოღონდ სექტემბერს, ზუსტადაც რომ სამხედრო კრეისერის ლულიდან დაბომბვის შედეგად სოხუმის დაცემა).
მინი
ლექცია
მთელი
კლასი

5წთ.
4
წინასწარ მიცემული დავალების-მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება ( აფხაზეთის თემატიკა და თანამედროვე რეალობა).
ვიდეო
რგოლის
გადაღება
მთელი
კლასი
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
5წთ.
5
 კითხვის დასმა-რა ფაქტორებმა გამოიწვია ძველი  სოციო-კულტურული და ისტორიული ფასეულობების უცხო „ფასეულობებით“ ჩანაცვლება  (ისტორიის საგანთან ინტეგრირება)  და რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს დღეს?
ინტერვიუ
ერთ-
ერთ მოს
წავლესთან
მთელი
კლასი
მიკრო
ფონი
ფლიფ
ჩარტი
10წთ.
6
აფხაზეთის ხვალინდელი დღე (უახლესი ინფორმაციების შედეგად გადამუშავებული  დასკვნები)
გონებრივი
იერიში
(ვარაუდი)
მთელი კლასი
ფლიფ
ჩარტი
5 წთ.
7
შეფასება



5წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ახორციელებს ტრანსფერს, იყენებს არსებულ ცოდნას, რის საფუზველზეც აანალიზებს საკითხებს/პრობლემებს თანამედროვეობასთან მიმართებაში, აჩვენებს მზადყოფნას ამ საკითხების/პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე








  


                                                        გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  მთვარისა ბესელია,  18001027496
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/ კლასი:  საშუალო /  მე-12კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  9
მოსწავლეთა პროფილი:  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“- ნამდვილი ამბავი- მხატვრული ნაწარმოების შექმნის  წყარო (დრო და ლიტერატურული ტენდენციები)
ესგ-ით მისაღწევი სტანდარტი: ქართ.XII მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება  მათში ასახული ინფორმაციის,თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრსს
        @ აანალიზებს ავტორის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ
  ქართ. XII მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება
         @ მსჯელობს იმ ფაქტორების  შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებას განაპირობებს.
         @ სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს
        

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს ნამდვილ ამბავსა და მწერლის მიერ ასახულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირურთიერთობის დანახვა; დააკვირდეს ნამდვილი პერსონის/პერსონებისა და პროტაგონისტების სახისმეტყველებას ნაწარმოებში; დაასახელოს ნასწავლი ნაწარმოებებიდან  რეალური  და გამოგონილი პერსონაჟები, განასხვავოს ერთმანეთისგან, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები; ამ კუთხით შეხედოს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს და აზრი გამოთქვას მომავლის ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ.

N
            აქტივობის აღწერა
გამოყენე
ბული მეთოდი/
მეთოდები
კლასის
ორგანიზე
ბის
ფორმა/
ფორმები
სასწავ
ლო
რესურ
სები
დრო
1
(გაკვეთილის თემის ,მიზნის, ესგ-ით მისაღწევი სტანდარტისა და შეფასების ტიპების გაცნობა)
Tდიაგრამის გათვალსაჩინოება/გაიხსენონ მხატვრული ლიტერატურიდან რეალური და გამოგონილი პერსონაჟები
ინსტრუქტაჟი


კოგნიტური
დიაგრამის
გამოყენება


მთელი
კლასი
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი,
ფლიფ
ჩარტი,
დაფა
5წთ.
2
მასწავლებელი სვამს კითხვებს( რომელსაც ექნება ქვეკითხვები):
ლიტერატურამ რომელ პერიოდში გაართვა თავი რეალური პიროვნებების მხატვრულ ნაწარმოებში იმავე სახით გაპერსონაჟებას და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ?
რომელმა ნაწარმოებმა „იწვნია“ არა ნამდვილი პერსონაჟების, არამედ გამოგონილების გამო ყველაზე დიდი შემოტევა?( კომენტარებით, დასკვნებით)
რა აზრისა ხართ  ლიტერატურაში მესამე ფორმატის-რეალური პიროვნებების  გარკვეულ სახეცვლილ ლიტერატურულ პერსონაჟებად ქცევის თაობაზე? (ვარაუდი)
მოიყვანონ მაგალითები

გონებრივი
იერიში
მთელი
კლასი
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
10წთ
3
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მუშაობს რეალურ სინამდვილეზე, რამაც გამოიწვია ნაწარმოების შექმნა, მეორე-მხატვრულ ნაწარმოებზე, მესამე კი -პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ნაწარმოებში აღწერილი ამბების,პერსონაჟების საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე(დროის ლიმიტის გამო შეიძლება ამ დავალების წინასწარ მიცემა).

პრეზენტაცია
ჯგუფური
მუშაობა
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
10წთ.
4
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
როგორ ფიქრობთ, ახდენს თუ არა გავლენას ლიტერატურულ ტენდენციებზე დრო?
აქვს თუ არა ლიტერატურას დღეს შესაძლებლობა, რეალურ პიროვნებაზე შექმნას ისეთი  მხატვრული ნაწარმოები,როგორსაც თავი გაართვა სასულიერო მწერლობამ?
 საჭიროებს დღევანდელი ლიტერატურა ის „ ფსიქოლოგიური  წონასწორობა“ დაიცვას, რაც მოუწია ლეო ქიაჩელს სწორედაც რომ დროის გამოისობით?
ამ ინფორმაციების დალექვის შემდეგ, რას იტყვით თანამედროვე  ლიტერატურულ ტენდენციებზე და როგორი წარმოგიდგენიათ მომავლის მწერლობა?


გონებრივი
იერიში
ინდი
ვიდუ
ალური

10წთ.
5
ფრანკფურტის ლიტერატურული ღონისძიებებიდან აკა მორჩილაძის გამოსვლის ფრაგმენტების ჩვენება 


კომპიუ
ტერი
პროექ
ტორიკ

5წთ.
6
შეფასება



5წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლემ შეძლო ნამდვილ ამბავსა და მწერლის მიერ ასახულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირურთიერთობის დანახვა; დააკვირდა ნამდვილი პერსონის/პერსონებისა და პროტაგონისტების სახისმეტყველებას ნაწარმოებში, დაასახელა რეალური და გამოგონილი პერსონაჟები, განასხვავა ერთმანეთისგან, გამოიტანა შესაბამისი დასკვნები, აქვს ინფორმაცია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების თაობაზე. აზრს გამოთქვამს მომავლის ლიტერატურის შესახებ.







                                                    გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   მთვარისა ბესელია,  18001027496
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/ კლასი:  საშუალო/ მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  9
მოსწავლეთა პროფილი: სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების შესახებ

ესგ-ით მისაღწევი სტანდარტი: ქართ.XII მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტის გაანალიზება
        @ წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
       @გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
       @ გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში
ქართ.XII მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს, რა გავლენას ახდენს ენობრივი არჩევანი მკითხველზე
         @ განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს;
         @ საუბრობს იმაზე, რამდენად შეესაბამება ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს მის მიერ გამოყენებული ენობრივ-გრამატიკული  კონსტრუქციები და ლექსიკა;
         @ საუბრობს იმ მხატვრულ -გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება ავტორის/პერსონაჟის ნეიტრალური, არაორდინალური და სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული პრობლემის მიმართ

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა იმსჯელონ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, ტექსტიდან ამოკრებილ მნიშვნელოვან მონაკვეთებში გამოიცნონ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხი და დაურთონ კომენტარი, დაახარისხონ მხატვრული და პუბლიცისტური ენის ნიშით მოყვანილი ციტატები ,იმსჯელონ ადეკვატურად და გამოიტანონ სათანადო დასკვნები.


N
         აქტივობის აღწერა
გამოყე
ნებული
მეთოდი/
მეთოდები
კლასის
ორგანიზე
ბის
ფორმა/
ფორმები
სასწავლო
რესურსი
დრო
1
(გაკვეთილის თემის, მიზნის, ესგ-ით მისაღწევი სტანდარტისა და შეფასების ტიპების გაცნობა)
კითხვების დასმა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების შესახებ
კონფლიქტი და კოლიზია, ალეგორია და სიმბოლო-ტერმინების დაზუსტება
ინსტრუქ
ტაჟი


გონებრივი იერიში



მთელი
კლასი


კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
10წთ.
2
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს T დიაგრამის ცხრილებს, რომელშიც ერთ მხარეს ციტატებია მოცემული. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული, მიუწერონ და დაურთონ კომენტარები
კოგნიტური
დიაგრამის
გამოყენება
პრეზენტა
ცია
ჯგუფური
მუშაობა
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
10წთ.
3
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ცხრილებს, ოღონდ ახლა უნდა დაახარისხონ მხატვრული და პუბლიცისტური  ენის გამომსახველობით მოყვანილი ციტატები (შეიძლება ისევ Tდიაგრამის გამოყენება, თუმცა მოსწავლეებს აქვთ არჩევანის საშუალება)
კოგნიტური
დიაგრამის
გამო
ყენება
ჯგუფური
მუშაობა
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
10წთ
4
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
ატყობთ თუ არა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბას“ სალიტერატურო ენის გარკვეულწილად მოწესრიგებას, სისუფთავეს?
ნაწარმოები დაწერილია 1933 წელს. რას გეუბნებათ ეს თარიღი?
რა ფაქტს შეიძლება შეეწყო ხელი ამ დროისათვის ქართული ენის განვითარებისა და გამოყენებისთვის?
P.S.ამ კითხვებს ექნება ქვეკითხვები, დამაზუსტებელი კითხვები
გონებრივი
იერიში
ინდივი
დუა
ლური

10წთ
5
შეფასება



5წთ.

გაკვეთილის შედეგი : მოსწავლეები მსჯელობენ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, ტექსტიდან ამოკრებილ მნიშვნელოვან მონაკვეთებში გამოიცნობენ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს  და ურთავენ კომენტარს, ახარისხებენ მხატვრული და პუბლიცისტური ენის ნიშით მოყვანილი ციტატებს ,მსჯელობენ ადეკვატურად და გამოაქვთ სათანადო დასკვნები.




                                              გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   მთვარისა ბესელია,  18001027496
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/ კლასი:  საშუალო/ მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  9
მოსწავლეთა პროფილი: სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“- ჰაკი აძბა, უჯუშ ემხა--პოზიცია/ Personality
ესგ-ით მისაღწევი სტანდარტი: ქართ.XII.5. მოსწავლე შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
         @ მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
         @ აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
         @ იზიარებს/არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ მკაფიოდ და გასაგებად ჩამოაყალიბოს აზრი, იმსჯელოს არგუმენტირებულად, გამოიტანიოს სათანადო დასკვნები, გამოიყენოს ფაქტები და ციტატები სხვადასხვა წყაროდან თავისი მოსაზრების გასამყარებლად, სათანადო წესების დაცვით ჩაერთოს მინი დისკუსიაში

N
            აქტივობის აღწერა
გამოყენე
ბული
მეთოდი/
მეთოდები
კლასის
ორგნიზე
ბის
ფორმა/
ფორმე
ბი
სასწავლო
რესურსი
დრო
1
(გაკვეთილის თემის, მიზნის, ესგ-ით მისაღწევი სტანდარტისა და შეფასების ტიპების გაცნობა)
ასოციაციური რუკის გამოყენება.“ჰაკი აძბა და უჯუშ ემხა“. რა ასოციაციას იწვევენ მოსწავლეებში ეს სახელები
ინსტრუქ
ტაჟი
გონებრივი
იერიში


მთელი
კლასი
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
ფლიფ
ჩარტი
5წთ.
2
კლასის დაყოფა ორ ჯგუფად-ჰაკი აძბა და უჯუშ ემხა. ერთგულებისა და ღირსების სახელით მათ Personality-ზე მუშაობა (წინასწარ შეიძლება ამ დავალების მიცემა)
პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
კომპიუ
ტერი
პროექ
ტორი
10წთ.
3
მასწავლებელი სვამს კითხვას-პირველად ჰაკი აძბა დაიწერა ყველგან. ეს შემთხვევით არ ყოფილა,რატომ ?
(ქვეკითხვები,დამაზუსტებელი კითხვები)
ძიება, ვარაუდი
მთელი კლასი
დაფა
5წთ.
4
მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას- როგორ მოიქცეოდა უჯუში, ჰაკის ადგილზე რომ აღმოჩენილიყო?( ის თავადია, ჰაკი-გლეხი) ფაქტების კონსტანტაციით
მინი
დისკუსია
მთელი
კლასი

10წთ
5
რამდენად მისაღებია (გნებავთ, დამაჯერებელი) ჰაკის თავგანწირვა თანამედროვე ახალგაზრდებისათვის
მინი
დისკუსია
მთელი
კლასი

10წთ.
6
შეფასება



5წთ.







გაკვეთილის შედეგი: მოსწავლემ მკაფიოდ და გასაგებად ჩამოაყალიბა აზრი, მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს სათანადო დასკვნები, იყენებს ფაქტებსა და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან თავისი მოსაზრების გასამყარებლად, სათანადო წესების დაცვით არის ჩართული მინი დისკუსიაში
სად დავკარგე „ორი მორალის შეუთავსებლობის ისტორია“?

No comments:

Post a Comment