Saturday, July 6, 2019

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმა N1


                                                                         გაკვეთილის გეგმა N1

მასწავლებლის სახელი, გვარი: მთვარისა ბესელია
პირადი ნომერი: 18001027496
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა: გალაკტიონის  სიკვდილის მიმართ დამოკიდებულების,  ტრანსფერისა და საკუთარი თვალსაზრისების გამოხატვის სინთეზი (გალაკტიონ ტაბიძის „შერიგება“)
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ
ü  გამოიყენოს არსებული ცოდნა ( გაიხსენოს შოთა რუსთაველის,  ვაჟა-ფშაველასა  და სხვა მწერლების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, დაიმოწმოს სახარებისეული ფაქტები);
ü  ისწავლოს და გაიაზროს გალაკტიონის დამოკიდებულება სიკვდილთან შერიგების მიმართ;
ü  გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;
ü  მიიღოს ახალი (შევსებული) ცოდნა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნასთან
გაკვეთილის თემა შესაბამისობაშია გაკვეთილის მიზანთან.ეს შესაბამისობა-გაზომვადობა თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ.XII.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის,ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გააანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალასაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü  იზიარებს/არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;

 ქართ.XII.6.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან ედარება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ü  მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
ü  წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ,კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში(ადგილი,დრო, ადამიანური ურთიერთობის ფორმები და ა.შ.

N
აქტივობის
მიზანი და
აღწერა
გამოყენებუ
ლი
მეთოდები
კლასის
ორგანი
ზე
ბის
ფორმა/
ფორმები
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ
რესურსების მიზანშე-
წონილობა
სასწავლო
მიზნებთან
მიმართებაში)
დრო(წთ)
1
პოზიტიური გარემოს შექმნა
 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
ვერბალური
მთელი კლასი
ჟურნალი,
კალამი
2წთ
2
მოსწავლეთა ბუნებრივი ინტერესების სტიმულირების მიზნით, ასოციაციური რუკის შექმნა სიკვდილთან დაკავშირებით და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის, „შერიგების“, სათაურის ინტერპრეტირება წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, გაკვეთილის თემისა და მიზნის ამოსაცნობად.
ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს თავად გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკებს



გონებრივი იერიში
სოკრატული მეთოდი
მთელი კლასი
ასოციაციური
რუკა
(კარგად წარმოაჩენს მოსწავლეების არსებულ
ცოდნას და მზაობას
 ახალი ცოდნის მისაღე
ბად)

კომპიუტერი,
პროექტორი.

საინფორმაციო პოსტერი:
გაკვეთილის თემა, მიზანი,
შეფასების
რუბრიკები

5წთ.
3
ახალი ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა:ლექსის წარდგენა
აქტივობის მიზანი:გააზრებული წაკითხვა და თითოეული სტროფის ანალიზი.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებმა თვითონ უნდა ახსნან ბწკარედ-ბწკარედ ლექსი.მასწავლებელი დამატებითი,დამაზუსტებელი კითხვებით ხელს შეუწყობს ლექსის უკეთ გაგებას.

 ახსნა-
გაანალიზება-პრეზენტაცია
მთელი კლასი


სახელმძ-
ღვანელო
15წთ.
4
აქტივობა: ახალი ცოდნის არსებულზე დაფუძნება ასოციაციური რუკის, გალაკტიონის „შერიგებისა“ და ტრანსფერების დაკავშირება
აქტივობის მიზანი:მსგავსება-განსხვავების ანალიზი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები დაფიქსირებულ ასოციაციებს დაუკავშირებენ არსებულ(უკვე ნასწავლ) და ახალ(გალაკტიონის ზემოთ განხილულ ლექსს) ცოდნას.იპოვიან მსგავსებას,განსხვავებას.
გამოთქვამენ ვარაუდებს, შეაჯერებენ აზრებს.
ვერბალური კითხვა-პასუხი














მთელი
კლასი
ასოციაციური
რუკა,
სახელმძ-
ღვანელო

10წთ.
5
აქტივობა:ნახატის წარდგენა (ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტურის(1593-1652)ნახატის „მარიამ მაგდალელის სინანული“)/მიღებული ცოდნის თვალნათლივი ხატი
 აქტივობის მიზანი: თემის  შეჯამება/ცოდნის გამთლიანება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს ნახატს,აჩვენებს პროექტორითაც,ინტერ
აქტიული მინი ლექციით ერთგვარად შეაჯამებს გაკვეთილის თემას, თავს მოუყრის ძველ და ახალ ინფორმაციას.გაამთლიანებს ცოდნას

ინტერ
აქტიული მინი ლექცია
მთელი კლასი
ჟორჟ დიუმენილ დე  ლა ტურის ნახატი
„მარიამ მაგდალელის სინანული“
(ეს სურათი
გამოხატავს არსებული და
ახალ-
შესწავლილი
თემის სინთეზს,
ითავსებს გაკვეთილის მიზანს)
მოკლე შინაარსი:
ფეხმძიმე მარიამ მაგდალელი უყურებს  სინათლეს.მარცხენა ხელი ნიკაპქვეშ  უდევს, ხოლო მარჯვენა- მუხლზე დადებულ თავის ქალაზე.ისე აქვს ხელი მოხვეული
სიკვდილის სიმბოლოსთვის, რომ ადამიანს არასოდეს შეეშინდება მისი.ის (სიკვდილი)ტკბილია,როცა რაღაც კვალს ტოვებ(ფეხმძიმე მარიამი).


4წთ.
6
აქტივობა:ზეპირი კომენტარი
საკუთარი თვალსაზრისის დაფიქსირება გალაკტიონის „შერიგებისა“ და ტრანსფერების ფონზე
აქტივობის მიზანი:
ძველი და ახალი ცოდნის ბაზაზე საკუთარი დამოკიდებულებისა და ახალი(შევსებული) ცოდნის შეფასება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები გააკეთებენ კომენტარს გამთლიანებულ ცოდნასთან დაკავშირებით
კომენტარი,
თვალ
საზრისების
დაფიქსი
რება
მთელი კლასი

4წთ.
7
გაკვეთილის შეფასება: სწავლის გაუმჯობესების მიზნით,
განმავითარებელი შეფასება
(მასწავლებელი კლასს/მოსწავლეს განმავითარებელ შეფასებას მისცემს ეტაპობრივად,ყველა აქტივობის განხორციელებისას.განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება (იხ.შესაბამისი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა)).
მოსწავლის თვითშეფასება
ზეპირი კომენტარი

ახსნა-განმარტება
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
5წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ
ü  გამოიყენა არსებული ცოდნა ( გაიხსენა შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, დაიმოწმა სახარებისეული ფაქტები);
ü   ისწავლა და გაიაზრა გალაკტიონის დამოკიდებულება სიკვდილთან შერიგების მიმართ;
ü  გამოხატა თავისი დამოკიდებულება;
ü   მიიღო ახალი (შევსებული)ცოდნა.

შეფასება:
განმავითარებელი შეფასება (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება)
განმავითარებელი შეფასების დონეები და კრიტერიუმე
ბი

            მაღალი

  საშუალოზე მაღალი

      საშუალო

        დაბალი
პირობასთან შესაბამისობა
ყოველთვის ამოიცნობს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს და აანალიზებს მოსაზრების,არგუმენტებისა და დასკვნის დონეზე
ამოიცნობს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს,აანალი
ზებს, ხანდახან მოჰყავს არგუმენტები,აკეთებს დასკვნას
ხანდახან ამოიცნობს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს და ცდილობს გაანალიზოს
უჭირს ენობრივ-გამომსახველო
ბითი საშუალებების ამოცნობა და შესაბამისი ანალიზი
კომუნიკაციუ
რი უნარ-ჩვევები
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანმიმდევრულად ავითარებს აზრს
აყალიბებს მოსაზრებას და ცდილობს თანმიმდევრულად განავითაროს აზრი
ცდილობს ჩამოაყალიბოს აზრი.უჭირს მისი
თანმიმდევრული განვითარება
ვერ აყალიბებს აზრს
ენობრივი უნარ-ჩვევები
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (ჟესტიკულაციას,ინტერვალს საუბარში,ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს
(ჟესტიკულაციას,ინტერვალს საუბარში,ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
ცდილობს გამოიყენოს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური საშუალებები
(ჟესტიკულაცია,ინტერვალი საუბარში,ხმის სხვადასხვა დონე და ა.შ.)
ვერ იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ საშუალებებს
(ჟესტიკულაციას,ინტერვალს საუბარში,ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
შემოქმედები
თი უნარ-ჩვევები
აქვს საინტერესო მოსაზრებები,მოჰყავს ორიგინალური მაგალითები.
აქვს მოსაზრებები, მოჰყავს მაგალითები.
ცდილობს დააფიქსიროს მოსაზრებები, მოიყვანოს მაგალითები
ვერ    აფიქსირებს მოსაზრებებს,ვერ მოჰყავს მაგალითები

მოსწავლის თვითშეფასება:
ზეპირი კომენტარი

ხელმოწერა:                                    /მთვარისა ბესელია/
თარიღი: 07.03.2019წ.




                          გარე დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია
    მიმდინარე წლის 7 მარტს XII კლასში ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
   გაკვეთილის თემა: გალაკტიონის სიკვდილის მიმართ დამოკიდებულების, ტრანსფერისა და საკუთარი თვალსაზრისების გამოხატვის სინთეზი (გალაკტიონ ტაბიძის“შერიგება“)
   გაკვეთილის მიზანი:
   მოსწავლემ
ü  გამოიყენოს არსებული ცოდნა (გაიხსენოს შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, დაიმოწმოს სახარებისეული ფაქტები);
ü  ისწავლოს და გაიაზროს გალაკტიონის დამოკიდებულება სიკვდილთან შერიგების მიმართ;
ü  გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;
ü  მიიღოს ახალი (შევსებული) ცოდნა.
    გაკვეთილის თემა და მიზანი შესაბამისობაში იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან.
ქართ.XII.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის,ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,თემების,იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü  იზიარებს/არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს;გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტებით იცავს მას;
ქართ.XII.6.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება
 შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü  მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
ü  წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ,კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი,დრო, ადამიანური ურთიერთობის ფორმები და ა.შ.)
 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარეობდა. მოსწავლემ
ü  გამოიყენა არსებული ცოდნა(გაიხსენა შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ,დაიმოწმა სახარებისეული ფაქტები);
ü  ისწავლა და გაიაზრა გალაკტიონის დამოკიდებულება სიკვდილთან შერიგების მიმართ;
ü  გამოხატა თავისი დამოკიდებულება;
ü  მიიღო ახალი(შევსებული) ცოდნა.
   ვფიქრობ, გაკვეთილის თემა,მიზანდასახულობა, ესგ-ის სტანდარტთან შესაბამისობა და შედეგი მთლიანობაში განხორციელდა.
  საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ  მოსწავლეებს შევთავაზე ასოციაციური რუკის შექმნა სიკვდილთან დაკავშირებით, ყურადღება მივაქცევინე სიტყვა შერიგების მნიშვნელობაზე და ვთხოვე ამოეცნოთ, რა შეიძლება ყოფილიყო გაკვეთილის თემა და მიზანი. ასოციაციური რუკის შექმნისას განმარტება მივეცი,კარგი იქნებოდა ეს ასოციაციები ამ თემაზე ნასწავლი ან წაკითხული ნაწარმოებებიდან ყოფილიყო კოდირებული. მოსწავლეებს ჰქონდათ ფრიად საინტერესო ვერსიები, დაამყარეს ანალოგია სიტყვა შერიგებასთან და მარტივად ამოხსნეს გაკვეთილის თემაცა და მიზანიც. ამის შემდეგ თავად გავაცანი მათ საინფორმაციო პოსტერი. განვუმარტე თემა,  მიზანი, ავუხსენი, რომ  შეფასდებოდნენ განმავითარებელი შეფასებით, კერძოდ, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობისა და გაანალიზების კუთხით (შესაბამისი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა კრიტერიუმებით გაკრული იყო საინფორმაციო დაფაზე) და   გვექნებოდა აგრეთვე მოსწავლეთა თვითშეფასება (ზეპირი კომენტარი).
    წარვუდგინე რა გალაკტიონის ლექსი “შერიგება“, მოსწავლეებმა თვითონ დაიწყეს ცოდნის კონსტრუირება. თითოეული მოსწავლე ბწკარედ-ბწკარედ ხსნიდა, აანალიზებდა, გამოთქვამდა მოსაზრებას. დამატებითი, დამაზუსტებელი კითხვებით კი ხელს ვუწყობდი  ლექსის უკეთ გაგებას. მოსწავლეებმა გაიგეს გალაკტიონის სიკვდილთან შერიგების მოტივი. აქტივობის დასრულების შემდეგ, თვალნათლივ (საინფორმაციო დაფაზე) წარვუდგინე მათ ლექსის ახალი და ძველი ვარიანტები. დავაკვირვე მოსწავლეები, თუ როგორი იყო გალაკტიონისთვის წერის პროცესი, როგორ მუშაობდა ის ფორმასა და შინაარსზე ერთდროულად, როგორ ტიტანურ შრომას მოითხოვდა ეს ყოველივე,
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, ახალი კონსტრუირებული ცოდნა ასოციაციურ რუკაზე სიკვდილის  თემაზე კოდირებული სიტყვებისთვის დაეკავშირებინათ და გაეხსენებინათ ნასწავლი და წაკითხული მხატვრული ლიტერატურა, ენახათ მსგავსება-განსხვავებები. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი აქტივობას. უხვად მოიყვანეს მაგალითები არა მარტო ქართული, არამედ საზღვარგარეთული უახლესი ლიტერატურიდანაც, გადაწვდნენ წინარექრისტიანულ მწერლობას, იმოწმებდნენ არა მარტო სახარებისეულ, არამედ ძველი აღთქმის ამბებსაც.
    ცოდნის გასამთლიანებლად მოსწავლეებს  წარვუდგინე ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტურის (1593-1652) ნახატი“მარიამ მაგდალელის სინანული“ და ინტერაქტიული მინი ლექციით გავაერთიანეთ ძველი და ახალი ცოდნა. ამის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი სიტყვა, გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება გალაკტიონის „შერიგებისა“ და ტრანსფერების ფონზე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო მათი ნააზრევი, დაკვირვებები, განსჯა. მოსწავლეებმა თემა დღევანდელობაში გადმოიტანეს და თანამედროვე მოღვაწეებთან ერთად პირადი მაგალითებიც მოიყვანეს.
განმავითარებელ შეფასებებს ყველა აქტივობის მიმდინარეობისას რეალობის შესაბამისად ვაკეთებდი, ბოლოს აქცენტი გაწერილ ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობასა და გაანალიზებაზე გადავიტანე. საინტერესო იყო მოსწავლეთა თვითშეფასებები. საკლასო ორგანიზაციის კუთხით რაიმე წესების შეხსენება მოსწავლეებისთვის არ დამჭირვებია.
  ვფიქრობ, გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები ემსახურებოდა საგაკვეთილო მიზნების მიღწევას.
  საგაკვეთილო მიზნის--გამოიყენოს არსებული ცოდნა (გაიხსენოს შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, დაიმოწმოს სახარებისეული ფაქტები) --მისაღწევად გამოვიყენე ასოციაციური რუკა ჯერ სიტყვა სიკვდილის ნაწარმოებისეული/მწერლისეული კონცეფციის კოდირებისათვის, შემდეგ უკვე გალაკტიონის ლექსთან,„შერიგებასთან,“ მიმართებაში მსგავსება-განსხვავებების  ინტერპრეტირებისათვის. მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის გამოვლენა და გამოყენება.
  ისწავლოს და გაიაზროს  გალაკტიონის დამოკიდებულება სიკვდილთან შერიგების მიმართ, იყო მიზანი , რომელიც ახალი ცოდნის მიღებას უკავშირდებოდა. კონსტრუირებისთვის გამოვიყენე თითოეული მოსწავლის მიერ ლექსის ბწკარედ-ბწკარედ ახსნა-გაანალიზება-პრეზენტაციის  მეთოდი, რომელიც ამ აქტივობით არ დამთავრებულა. მოსწავლეებს ვაძლევდი დამატებით შეკითხვებს, დამაზუსტებელ კითხვებს. კარგი სამსახური გამიწია საინფორმაციო დაფაზე გამოტანილმა ლექსის თავდაპირველმა და ახლანდელი სახის თვალნათლივმა შეპირისპირებამ. გალაკტიონის სიკვდილთან შერიგების მიზეზთან ერთად, მოსწავლეები მიხვდნენ, როგორია წამება-ნეტარება--თხზვის პროცესი. ამავე მიზანს ემსახურებოდა ინტერაქტიული მინი ლექციაც გაკვეთილის ბოლოს, რისთვისაც მოსწავლეებს ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტურის ნახატი შევთავაზე ცოდნის გასამთლიანებლად.
 მიზანი, მოსწავლემ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, განხორციელდა ზეპირი კომენტარების სახით.
 თითოეული აქტივობის მიზანი იყო ახალი (შევსებული) ცოდნის მიღება. მოსწავლეების მიერ დაფიქსირებულმა წინარე ცოდნამ, ახალი გაკვეთილის წვდომამ, მოსწავლეთა საკუთარმა დამოკიდებულებამ და გამოცდილებამაც კი, დაადასტურა, რომ  ნოუმენი დაიდო. 45 წუთისთვის  გაწერილი აქტივობები ეფექტურად იქნა გამოყენებული მიზნის მისაღწევად.
  გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად. ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ახალი მასალის კონსტრუირებისას დამატებით, დამაზუსტებელ კითხვებს, ბუნებრივია, ვერ გავწერდი გეგმაში, რადგან ეს ცოცხალი, მუშა პროცესია და არც ლექსის ადრინდელი და მერმინდელი სახის ფორმატები გამიწერია, ვინაიდან ამ ყველაფერს მოიცავდა ახალი მასალის ახსნა.
  მიუხედავად ყველაფრისა, გაკვეთილს უხარვეზოდ არ ჩაუვლია. თემა მაღალ სააზროვნო დონეებზე იყო ორიენტირებული. მოსწავლეების უმეტესობა ჩაერთო ამ პლანით. მე, როგორც მასწავლებელი, ავყევი ამ სვლას. ამასობაში რამდენიმე მოსწავლე დამეჩაგრა. მათ თავიდან კი უპასუხეს მარტივ კითხვებს, მაგრამ  ანალიზი, სინთეზი და შეფასება გაუჭირდათ. სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე სამ მოსწავლეს. რომ გითხრათ, მომავალში ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად შევუდგენ დიფერენცირებულ დავალებებს-მეთქი, ჩემთვის გამოსავალი არ იქნება. მითუმეტეს, მეთორმეტე კლასელისთვის. ვფიქრობ, ვიმუშავო ამ კუთხით დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან, გავიარო კონსულტაციები გამოცდილ მასწავლებლებთან, გავეცნო მეტ შესაბამის ლიტერატურას (ქართული და უცხოური), ვაწარმოო დაკვირვება. საინტერესო იქნება ამ საკითხის კვლევა.



ხელმოწერა:                                 /მთვარისა ბესელია/
11.03.2019წ.

No comments:

Post a Comment