Friday, July 5, 2019

ინდივიდუალური გეგმები


N

 
    საჭიროება
      
      აქტივობა

პერიოდი
აქტივობის განხორციელების
ინდიკატორი
კომენტარი
/შენიშვნა
1
საგაკვეთილო პროცესში საგანთშორისი კავშირის გამოყენების სტრატეგიების ფლობა.
შესაბამისი საგნის მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა.
თებერვალი
-ივნისი
2016 წელი
მასწავლებლის უკუკავშირი.

ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება.
თებერვალი
-ივნისი
2016 წელი
ჩატარებული გაკვეთილის  ანალიზი.

2
შეფასების კრიტერიუმების შემუშავების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის ეფექტური სტრატეგიების  ფლობა.
ლიტერატურის
გაცნობა.
თებერვალი
-ივნისი
2016 წელი
თვითშეფასების ცხრილი.

გამოცდილი მასწავლებლების კონსულტაცია.
თებერვალი
-ივნისი
2016 წელი
კოლეგების მიერ
მოწოდებული
უკუკავშირი.

3
მოაწავლეთა სასწავლო მოტივაციის  ამაღლების ეფექტური სტრატეგიების  ფლობა.
ლიტერატურის
გაცნობა.
თებერვალი
-ივნისი
2016 წელი
თვითშეფასების ცხრილი.

კოლეგებისგან რჩევების მიღება.
თებერვალი
-ივნისი
2016 წელი
კოლეგების მიერ
მოწოდებული
უკუკავშირი.




N
    საჭიროება 
  აქტივობა
პერიოდი
აქტივობის
განხორციელების
ინდიკატორი
კომენტარი/
შენიშვნა
1
მოსწავლეებთან თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების სტრატეგიების ფლობა
მოსწავლეებთან
კლასგარეშე მუშაობის ეფექტიანობის კვლევა
იანვარი-
ივნისი
2018წელი
ჩატარებული
კვლევის ანალიზი

2
სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განმავითარებელი მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა

სამოდელო
გაკვეთილი

ნოემბერი-
დეკემბერი
2017წელი

ჩატარებული
გაკვეთილის
ანალიზი

3
ეფექტური ინოვაციური სასწავლო რესურსების შექმნის სტრატეგიების ფლობა

აუდიო
რესურსის
შექმნა

თებერვალი-
ივნისი
2018წელი

შექმნილი რესურსის
ანალიზი





1.ა. მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ვახერხებ ერთგვარ დისციპლინურ მიდგომას. მათ შორის ურთიერთობების დარეგულირებაში მეხმარება საკუთარი ლექსიკა, ჟესტიკულაცია, მიმიკა და ხმის ტონი. ჩემი მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ და იზრუნონ ერთმანეთზე. ამ მიზნის მისაღწევად მუდმივად მზად მაქვს  დამაზუსტებელი კითხვები, აგრეთვე ,როგორც პირდაპირი, ისე ირიბი პასუხ-შეჯამებები. არა მაქვს არანაირი წინასწარ შემუშავებული სტერეოტიპები საკითხების მოსაგვარებლად.ჩემთვის მთავარი არაა ის, რომ მოსწავლემ არ დაუშვას შეცდომა, არამედ ის , რომ  ნებისმიერი შეცდომა  გასწორდეს მართებულად.ამოსავალი პრინციპი ჩემი მუშაობისა არის მოსწავლეებს დავანახო მათი უნიკალურობა, რომ შემდეგ იფიქრონ ღირებულებების შეძენაზე.ვათამამებ მათ, დასვან კითხვები, გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, საკითხებს შეხედონ მრავალ ჭრილში.
      ვერ ვიტყვი, რომ ყოველ ჯერზე მართებული იყო ჩემი მიდგომები.შეცდომებმაც ბევრი მასწავლეს. ბოდიშიც მომიხდია, მაგრამ ამას უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნის გზაზე ხელი არ შეუშლია. პირიქით.


  1.ბ. სკოლაში,სადაც ვასწავლი,სსსმ პირები არ არიან, არც ეთნიკური და არც სხვა რელიგიის აღმსარებლები სწავლობენ, გარდა მართლმადიდებლებისა, მაგრამ მთლიანად სკოლაში, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით(სოციალური პროექტები) ,მოსწავლეებმა იციან ,გათავისებული აქვთ, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, ხედვა, დამოკიდებულება, იდეა... რომ ყოველი საპირისპირო აზრიც მისაღებია და პატივსაცემი.ორიენტირებული ვარ  პროსოციალურ ქცევებსა და იმაზე, რომ მოსწავლეებს შეცდომების დაშვების არ ეშინოდეთ.შეცდომების გამოსწორება კი იდეა-ფიქსი უნდა იყოს.და,  რაც ყველაზე მთავარია, უნდა უხაროდეთ ერთმანეთის წარმატებები.
     მართალია, ბევრი მუშაობა სჭირდება შედეგის მიღებას,მაგრამ მოწესრიგებული
სოციალიზაცია ქვეყნის სახეა.

   1.გ.კლასში ქცევის წესებს მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ.ისინი ეჩვევიან და იცავენ კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ ქცევის წესებს. დროის მენეჯმენტს ვიყენებ ეფექტიანად.მოდიფიცირების შემთხვევაში არ ვიბნევი და მოქნილად ვცვლი ხოლმე.ინსტრუქციებს მკაფიოდ ვუხსნი მოსწავლეებს .
უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ძალისხმევა არ მჭირდება (რამდენჯერმე გამეორება).
    უმეტესწილად უზრუნველყოფილი საკითხია მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილზე ქცევის წესების დაცვა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ  ერთეული დარღვევისთვის სანქცია არ გამომიყენებია.

  1.დ.თავდაპირველად მე თვითონ მოვიძიებდი და ვახარისხებდი რესურსებს , როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ.რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდი მოსწავლეთა მზაობას. თანდათან ვასწავლე მათ რესურსების  არა მარტო მოძიება, არამედ შექმნაც.ისინი აკეთებენ პრეზენტაციებს სლაიდშოუების დახმარებით, იღებენ ვიდეორგოლებს, რომ არაფერი ვთქვა, სხვა წვრილმანებზე. ფაქტობრივად, მოსწავლეები შემოქმედებითად იყენებენ ტექნოლოგიებს. დომინანტი ადგილი უჭირავს მოსწავლის მიერ შექმნილ რესურსს. გარდა ამისა, ყურადღება ექცევა  იმას, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს უხმაუროდ , დროის დაცვით.
  თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ უმეტესად ვახერხებთ მე და ჩემი მოსწავლეები საინტერესო რესურსების შექმნას და სასურველი შედეგის მიღწევას.


   2.ა. მთელი ცხოვრება მადლობას გადავუხდი ისტ-ის ტრენერს, ბატონ ზაზა გიორგაძეს.მან მასწავლა ყველაზე კარგად გაკვეთილის გეგმაზე მუშაობა. გაკვეთილს ვგეგმავ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაგეგმვისას ზედმიწევნით ვითვალისწინებ ყველა ძირითად კომპონენტს და მათ შორის არსებულ კავშირებს,აგრეთვე შიდა და საგანთშორის კავშირებს. წინარე ცოდნაზე დამყარებით, სხვადასხვა  დაგეგმილი აქტივობებით ვიძენთ ახალ ცოდნას და ვიღებთ უკუკავშირს.მოსწავლეები გააზრებულად ერთვებიან დავალებების შესრულებაში, აჯამებენ გაკვეთილს,აფასებენ მიღებულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს.

2.ბ.ვზრუნავ და უმეტესად ვახერხებ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას.ამისათვის ვგეგმავ სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ მოსწავლეებს მივცე საკუთარი მისწრაფებებისა და ინტერესების რეალიზაციის, ასევე არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სახის კვლევითი აქტივობები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები დაინახავენ კავშირს სწავლასა და რეალურ ცხოვრებას შორის. მოსწავლეები აქტიურები არიან რთული დავალებების შესრულებისას, ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას. გაკვეთილი ხალისიანი და დინამიურია.
   თვალყურს ვადევნებ თითოეულ მოსწავლეს.ვაძლევ გამოცდილებით სწავლის საშუალებას.დაე, გაუზიარონ სხვებს თავიანთი მიგნებები.
      
            3.ა.უმეტეს შემთხვევაში ვაღწევ სასურველ შედეგს, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილად აითვისონ შესასწავლი მასალა.მოსწავლეებს ვესაუბრები გასაგები ენით.ყურადღებას ვამახვილებ მნიშვნელოვან საკითხებზე,იდეებზე,განვიხილავ განსხვავებულ მოსაზრებებს, თავს არ ვახვევ არც საკუთარ და არც აღიარებულ სტერეოტიპებს.ვეხმარები არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში.ვიყენებ ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმას(საინფორმაციო ტექნოლოგიები, თვალსაჩინოებები...).ვეხმარები მოსწავლეებს ახალი ტერმინებისა და ცნებების გაგებაში.ვიყენებთ მრავალფეროვან ინფორმაციებს.მთავარია მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება.
3.ბ.ვიყენებ ისეთ სტრატეგიებს,რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში და უმეტეს შემთხვევაში ვაღწევ სასურველ შედეგს. უპირველეს ყოვლისა, მივმართავ დიფერენცირებულ მიდგომას.მთავარია მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები.იმსჯელონ ლოგიკურად და არგუმენტირებულად, კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი და სხვისი აზრები,გამოიტანონ დასკვნები.მუდვივად ვეძებ ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც განუვითარებთ მოსწავლეებს წარმოსახვით და შემოქმედებით, ამასთანავე ტრანსფერის უნარებს, ვასწავლი მათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებით ახალი ცოდნის აგების გზებს, სწავლის სხვადასხვა ხერხს,ხმამაღალი ფიქრის სტრატეგიებს.

4.ა.ვცდილობ და უმეტესად (და არა ყოველთვის )გამომდის სწავლების დროს შეფასების გამოყენება.ვცდილობ ვიყო ობიექტური.შეფასების მიზნით მოვიძიებ და ვქმნი შესაბამის ინსტრუმენტებს. ვრთავ მოსწავლეებს შეფასების ინსტრუმენტების შემუშავების პროცესში. ვუხსნი, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი ნამუშევარი. ყველა დაინტერესებულ პირს ვაწვდი ინფორმაციას,თუ რა ტიპის შეფასებას მივმართავ. მოსწავლეები იცნობენ შეფასების ინსტრუმენტებს.მათ აქვთ უფლება უზუსტობის შემთხვევაში გამოთქვან პრეტენზია.
  უმჯობესი იქნება მეტად ჩავრთო მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შემუშავების პროცესში.

4.ბ.მოსწავლეთა წარმატების უზრუნველსაყოფად თითქმის ყოველთვის ვაძლევ მოსწავლეებს უკუკავშირს. მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად ვიყენებ სხვადასხვა მეთოდს(გამოკითხვა,პრეზენტაცია, კითხვების დასმა...), ვასწავლი ურთიერთშეფასების გამოყენებას,ვაანალიზებ შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებს და სუსტი მხარეების აღ მოსაფხვრელად ვგეგმავ შესაბამის აქტივობებს.ვიყენებ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.მუდმივად ვუწევ მონიტორინგს მოსწავლეთა სწავლის პროცესს.მოსწავლეები იღებენ კონკრეტულ, ზუსტ და მათთვის გასაგებ უკუკავშირს მასწავლებლისგან.ამ უკუკავშირს ისინი იყენებენ საკუთარ პროგრესზე დაკვირვებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

No comments:

Post a Comment