Saturday, July 6, 2019

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმა N4


                                                                       გაკვეთილის გეგმა N4

მასწავლებლის სახელი, გვარი: მთვარისა ბესელია
პირადი ნომერი: 18001027496
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა:  როგორია ღვთისმშობლისადმი  გალაკტიონის დამოკიდებულება ლექსში „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“
მცირე მოცულობის გამოკვლევის დაცვა

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ
ü  შეძლოს მცირე მოცულობის გამოკვლევის დაწერა;
ü  დასვას ნაშრომთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვები, გამოთქვას ვარაუდები;
ü  დაწეროს რეცენზია;
ü  შეაფასოს და კომენტარი დაურთოს ნაშრომს.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის თემა და მიზანი შესაბამისობაშია  და თანხვედრაშია ესგ-ით გათვალისწინებულ სტანდარტთან.
ქართ.XII.11მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
ü  წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას,კრიტიკულს,სამეცნიეროს, საკითხის კვლევის ისტორიას და სხვ.);
ü  სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების,საენციკლოპედიო სტატიების,დარგობრივი ცნობარების,ინტერნეტის და ა. შ. გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით(წყაროს სანდოობა,აქტუალურობა,რელევანტობა და ა. შ.);
ü  შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს(იმოწმებს,ახდენს პერიფრაზირებას,მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესის დაცვით;
ü  შესაბამის წყაროებზე,მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
ü  იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს:საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის(თვალსაზრისების,შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრიზი, დასკვნა.

N
აქტივობის
მიზანი და
აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის
ორგანიზე
ბის
ფორმა/
ფორმები
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ
რესურსების მიზანშე
წონილობა
სასწავლო
მიზნებთან
მიმართებაში)
დრო( წთ)
1
პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება; საგაკვეთილო პროცესისთვის ზუსტი და მკაფიო განმარტებების მიცემა,
 გამოკვლევის თემის,
 მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა
ინსტრუქ
ტაჟი
მთელი კლასი
კომპიუტერი,
პროექტორი

 საინფორმა
ციო პოსტერი
(გამოკვლევის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები)

5წთ
2
აქტივობა: მინი ლექცია
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის მიწოდება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კლასს წარუდგენს ლექსს,თემას
მინი ლექცია
მთელი კლასი

7წთ.
2
აქტივობა:ახალი ცოდნის კონსტრუირება
მოსწავლე წარადგენს გამოკვლევას
აქტივობის მიზანი:გამოკვლევის წარდგენა-გაცნობა
აქტივობის აღწერა:მოსწავლე წარმოადგენს თავის ნაშრომს,ისაუბრებს საკვლევი თემის აქტუალობაზე,დაინტერესებაზე, გვიჩვენებს,რა კუთხით იმუშავა, რა ლიტერატურა გამოიყენა, რა დასკვნებს მიაგნო,რას აპირებს მომავალში ამ კუთხით და ა. შ.
პრეზენტა
ცია
 მოსწავლე
კომპიუტე
რი,
პროექტორი
(მოსწავლე წარმოადგენს
PowerPoint  -ის საშუალებით გაკეთებულ
კვლევის ანალიზს)
10წთ.
3
აქტივობა: მოსწავლეების კითხვებზე პასუხის გაცემა.
 აქტივობის მიზანი: ვარაუდების გამოთქმა,ახსნა-განმარტებების მიცემა, დაზუსტება.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები წინაწარ გაეცნობიან  ნაშრომს.ვთხოვ, გულდასმით წაიკითხონ, რომ გამოკვლევის დაცვაზე დასვან საინტერესო კითხვები,წამოჭრან პრობლემები, რომლებიც გამორჩა ავტორს, იკამათონ თვალსაზრისებთან დაკავშირებით,დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ...
კითხვა-პასუხი
მთელი
კლასი,

კომპიუტერი,
პროექტორი,
ფურცლები,
კალმები
15წთ
4
აქტივობა:რეცენზიის გაცნობა
აქტივობის მიზანი:მოსწავლის ნაშრომზე დასკვნის გაკეთება
აქტივობის აღწერა:წინასწარ ვთხოვ ერთ-ერთ მოსწავლეს რეცენზიის დაწერას.მეორე რეცენზიას წარმოვადგენ მე, მასწავლებელი
პრეზენტა
ცია
მოსწავლე,
მასწავლე
ბელი

რეცენზიები
(კვლევის განუყოფელი ატრიბუტია,
საგაკვეთილო მიზანში გაწერილია)
3წთ.
5
გაკვეთილის შეფასება:
სწავლებისა და სწავლის  გაუმჯობესების მიზნით,
განმსაზღვრელი შეფასება რუბრიკების შესაბამისად (კვლევის ავტორი მოსწავლისთვის)
განმავითარებელი შეფასება
მასწავლებელი შეეცდება კლასს/მოსწავლეს განმავითარებელი შეფასება მისცეს საჭიროებისამებრ (მოსწავლის დასმული კითხვა,განსხვავებული მოსაზრების მოსმენა და პატივისცემა, ოპონენტთან ურთიერთობა)
მოსწავლის მიერ მოსწავლის შეფასება
მოსწავლეები შეაფასებენ და კომენტარს დაურთავენ ნაშრომს (შეიძლება გაკვეთილამდეც შეასრულონ ეს დავალება,ვინაიდან ნაშრომი დარიგებული აქვთ ).

ახსნა-განმარტება
მთელი კლასი

 შეფასების რუბრიკები
5წთ


 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ
ü   შეძლო მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის დაწერა;
ü   დასვა  ნაშრომთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვები, გამოთქვა ვარაუდები;
ü   დაწერა რეცენზია;
ü  შეაფასა და კომენტარი დაურთო ნაშრომს.  
P.S.     მოსწავლეებს წარმოდგენა ექნებათ, თუ როგორ შეიძლება გამოკვლევა დაიცვა სკოლაში. ამ ფორმატის გაკვეთილი დიდი ხანია ჩაფიქრებული იყო მოსწავლეებთან ერთად. შეჯერებული ვიყავით გალაკტიონის ლექსზე-„სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“.
      ძალიან ბევრი ვიფიქრე, კალენდარული გეგმით გარე დაკვირვების გაკვეთილი ამ თემას  რომ დაემთხვა.გადავწყვიტე,არაფერი შემეცვალა.


შეფასება:
განმსაზღვრელი შეფასება (ნაშრომის შეფასება)
კრიტერიუმები და ქულები
                     9-10
                      7-8
                 6-5
შერჩეული თემისთვის მასალის მომზადება და გაანალიზება  (ინფორმაციული ხასიათის, კრიტიკული,სამეცნიერო,საკითხის კვლევის ისტორია და სხვ.)
შერჩეული თემისთვის მასალები მომზადებულია სწორად,გაანალიზებულია ადეკვატურად
შერჩეული თემისთვის მასალები მომზადებულია,ზოგ შემთხვევაში აკლია შესაბამისი ანალიზი
შერჩეული თემისთვის არასაკმარისია მასალა,შესაბამისად,
არასრულფასო
ვანია ანალიზი
შერჩეული მასალის სხვადასხვა საშუალებით გადამოწმება/წყაროს სანდოობა,რელევანტობა და ა.შ.
შერჩეული მასალა  გადამოწმებულია,წყაროები სანდოა
შერჩეული მასალა, მცირე გამონაკლისის გარდა, გადამოწმებულია.წყაროები სანდოა
შერჩეული მასალა ხშირ შემთხვევაში
გადამოწმებული არ არის
შერჩეული წყაროდან ამოკრებილი მასალების სათანადო წესით დაცვა (დამოწმება,პერიფრაზირება)
შესაბამისი სტილი და ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვა

წყაროდან ამოკრებილი მასალები დაცულია სათანადო წესით.
შერჩეულია შესაბამისი სტილი,არის/არ არის მცირე ენობრივ-გრამატიკული შეცდომები
წყაროდან ამოკრებილი მასალები, იშვიათი შემთხვევის გარდა,დაცულია სათანადო წესით. სტილი შესაბამისია,არის დაშვებული ენობრივ-გრამატიკული შეცდომები
წყაროდან ამოკრებილი მასალები ხშირ შემთხვევაში დაცული არ არის სათანადო წესით.სტილი მეტ-ნაკლებად შესაბამისია,დაშვებულია ენობრივ-გრამატიკული
შეცდომები
საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ნაშრომის ძირითადი თვალსზრისის ჩამოყალიბება
საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი ჩამოყალიბებულია ნათლად და გასაგებად
ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი
ჩამოყალიბებულია
ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი მეტ-ნაკლებად გასაგებია
მცირე სასკოლო გამოკვლევის ფორმატის დაცვა (კვლევის ანალიზი,მის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა,შედეგები,რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი,დასკვნა)
კვლევის ანალიზი,მის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა,კვლევის შედეგები,დასკვნა პასუხობს გამოკვლევის დაცვის ფორმატს
კვლევის ანალიზი,მის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა,დასკვნა,
უმეტესად პასუხობს გამოკვლევის დაცვის ფორმატს
კვლევის ანალიზი,მის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა,კვლევის შედეგები, დასკვნა არ არის სრულყოფილი
განმავითარებელი შეფასება (კითხვის დასმა,განსხვავებული მოსაზრების მოსმენა და პატივისცემა,ოპონენტთან ურთიერთობა)
შეფასების კრიტერიმები

             მაღალი

საშუალოზე მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
დაბალი
მოსწავლის დასმული კითხვა;
განსხვავებული მოსაზრების მოსმენა და პატივისცემა;
ოპონენტთან ურთიერთობა
სვამს გონივრულ შეკითხვებს,გულმოდგინედ უსმენს განსხვავებულ აზრს და პატივს სცემს მას,კორექტულია ოპონენტის მიმართ,თავს ართმევს კონტრარგუმენტებს
სვამს საინტერესო შეკითხვებს,პატივს სცემს სხვის აზრს,ცდილობს განსხვავებული აზრის მოსმენა-გაანალიზებას,ყოველთვის ვერ ართმევს თავს კონტრარგუმენტებს,
კორექტულია ოპონენტის მიმართ
სვამს კითხვებს,  უჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა-გაგება, ხანდახან ცდილობს ოპონირებას
ხანდახან სვამს კითხვებს, იშვიათად აქვს საკუთარი აზრი,უჭირს ოპონირება
უჭირს კითხვების დასმა, ვარ აფიქსირებს საკუთარ აზრს

მოსწავლის მიერ მოსწავლის შეფასება (ერთვის ნაშრომს)




ხელმოწერა:                                       /მთვარისა ბესელია/
თარიღი:19.03.2019წ.

No comments:

Post a Comment