გაკვეთილის გეგმა
N3
მასწავლებლის სახელი,
გვარი: მთვარისა ბესელია
პირადი ნომერი:
18001027496
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:
საშუალო, მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
10 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა:
გალაკტიონ ტაბიძის „თოვლი“--სულის მდგომარეობა
თუ რეალური სამყარო?
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ
ü ამოიცნოს
სიმბოლოები, გაიაზროს თოვლის მხატვრული სახის ღირებულება ლექსში;
ü დააკვირდეს ავტორის სუბიექტურ და ობიექტურ სახისმეტყველებას ლექსში;
ü გამოხატოს
საკუთარი თვალსაზრისი გაკვეთილის თემად გამოტანილი სადისკუსიო კითხვის მიმართ, დაიცვას
სათანადო არგუმენტაციით.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის თემა თანხვედრაშია საგაკვეთილო მიზანთან.ეს
თანხვედრა შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტთან.
ქართ.XII.5.მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის,ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გააანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,თემების,
იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალასაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü იზიარებს/არ იზიარებს ნაწარმოების
პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო
არგუმენტაციით იცავს მას;
ქართ.XII.8.მოსწავლეს შეუძლია
მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü წაკითხულ
ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
ü განარჩევს
მხატვრულ ნაწაროებში მოვლენათა(ავტორისეულ,პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
ü გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული
სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
N
|
აქტივობის
მიზანი და
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა/
ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ
რესურსების მიზანშე
წონილობა
სასწავლო
მიზნებთან
მიმართებაში)
|
დრო(წთ)
|
1
|
პოზიტიური საგაკვეთილო
განწყობის შექმნა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემის, მიზნის, ესგ-ის სტანდარტისა და შეფასების რუბრიკების
განსაზღვრა
ლექსის წარდგენა
|
ვერბალური კომუნიკაცია
|
მთელი კლასი
|
საკლასო ჟურნალი,
კალამი
კომპიუტერი,
პროექტორი
საინფორმაციო პოსტერი
(გაკვეთილის თემა,მიზანი,
შეფასების რუბრიკები)
|
5წთ.
|
2
|
მოსწავლეთა ბუნებრივი
ინტერესების სტიმულირების მიზნით, აგრეთვე, წინარე
ცოდნის გასააქტიურებლად,
თოვლის ასოციაციისთვის კოგნიტური სქემის შექმნა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ასოციაციები,
რომლებსაც თოვლი იწვევს მათში
|
გონებრივი იერიში
კოგნიტურ სქემაზე მუშაობა
|
მთელი
კლასი
|
ასოციაციური
რუკა
|
3წთ.
|
3
|
აქტივობა:მინი
ლექცია/ახალი ცოდნის საკონსტრუირო მასალა
აქტივობის
მიზანი:მოსწავლემ
შეძლოს მასწავლებლის მითითებული დავალებების შესრულება
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
ესაუბრება მოსწავლეებს ცენტრალური მხატვრული სახეების შესახებ,აძლევს მიმართულებას
საორიენტაციო თემისკენ,უხსნის სუბიექტური და ობიექტური ხედვის პლატფორმებს. PowerPoint-ის საშუალებით
მოსწავლეებს აჩვენებს შესაბამის გზამკვლევს.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,
პროექტორი,
PowerPoint-ის
საშუალებით
გაკეთებული
გზამკვლევი
დამეხმარება
საგაკვეთილო მიზანში გაწერილი პოეტისეული
სუბიექტური და ობიექტური ხედვის გაგებასა და მათ შორის არსებული მიმართების
დადგენაში.
|
8წთ.
|
4
|
აქტივობა: ლექსის
ანალიზი
აქტივობის მიზანი:
ახალი ცოდნის წვდომა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად. ჯგუფებს სთხოვს,
ერთმა ლექსიდან ამოწეროს სტრიქონები , რომლებშიც სულის ისტორია იკითხება, ხოლო მეორემ
-- რეალური სამყარო (მცირე კომენტარებით).
|
პრაქტიკული
მუშაობა
|
ჯგუფური
მუშაობა
|
ფლიფჩარტი,
მარკერი,
ფურცლები,
კალმები
|
7წთ.
|
5
|
აქტივობა:მოსწავლეთა
ნამუშევრების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:
ჯგუფებმა კლასს გააცნონ თავიანთი ნამუშევრები
აქტივობის აღწერა:
პრეზენტაციას გააკეთებს ორივე ჯგუფი
|
პრეზენტაცია
|
ინდივი
დუალური
|
ფლიფჩარტი,
მარკერი
|
6წთ.
|
6
|
აქტივობა: სადისკუსიო
კითხვის დასმა: გალაკტიონ ტაბიძის „თოვლი“ --ეს არის სულის მდგომარეობა(სუბიექტური ხედვა) თუ რეალური
სამყაროს(ობიექტური ხედვა) განცდა?
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში სადისკუსიო უნარ_ჩვევების ჩამოყალიბება.
აქტივობის აღწერა:
პრეზენტაციის შემდეგ, სწავლების ლოგიკიდან გამომდინარე, უნდა გამოიკვეთოს
-მოსწავლეების მიერ დანახული ავტორისეული სულის ისტორია რეალური სამყაროც რომ არის და პირიქით. ამის შემდეგ მასწავლებელი
სვამს სადისკუსიო კითხვას.
|
დისკუსია
|
მთელი კლასი
|
|
7წთ.
|
7
|
აქტივობა: მინი
ლექცია
აქტივობის მიზანი:
ცოდნის გამთლიანება
აქტივობის აღწერა:მინი
ლექციის თემა-გალაკტიონის პოეზიაში სულის მდგომარეობა და რეალური სამყარო გაერთიანებული
სუბსტანციაა. (აუცილებელი არ არის ამ აზრს მოსწავლეები დაეთანხმონ. მათ თავიანთი
აღმოჩენები ელოდებათ).
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
|
4წთ.
|
8
|
შეფასება:
სწავლის გაუმჯობესების
მიზნით,
განმავითარებელი
შეფასება
(მასწავლებელი კლასს/მოსწავლეს ეტაპობრივად მისცემს განმავითარებელ შეფასებას)
განმსაზღვრელი
შეფასება
შეფასდება დისკუსია
|
|
|
|
5წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ
ü ამოიცნო
სიმბოლოები და მათ ფონზე გაიაზრა თოვლის მხატვრული სახის ღირებულება ლექსში;
ü დააკვირდა ავტორის სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას ლექსში;
ü გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება გაკვეთილის თემად
გამოტანილი სადისკუსიო კითხვის მიმართ, დაიცვა
სათანადო არგუმენტაციით.
შეფასება:
განმსაზღვრელი
შეფასება(დისკუსია)
კრიტერიუმები
|
კომპონენტი
|
|
მსჯელობის,
არგუმენტირების
უნარი
|
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს,საკუთარ
მოსაზრებას, მსჯელობს არგუმენტირებულად.
|
3
|
მსჯელობს ზოგადად,
დასასაბუთებლად ხანდახან მიმართავს მაგალითებს.
|
2
|
|
მსჯელობა ხანდახან
გასაგებია , არ არის დასაბუთებული.
არგუმენტაცია ბუნდოვანია.
|
1
|
|
არ ერთვება
დისკუსიაში, არ გამოთქვამს მოსაზრებებს.
|
0
|
|
საკომუნიკაციო
უნარები
|
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის
ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით).
|
2
|
ხანდახან იყენებს
არავერბალურ საკომუნიკაციო ფორმებს.
|
1
|
|
არ იყენებს არავერბალურ
საკომუნიკაციო ფორმებს.
|
0
|
|
ოპონენტთან
ურთიერთობა
|
კორექტულია ოპონენტის მიმართ, აქვს
მოსმენის უნარი, პასუხობს კონსტრუქციულად.პატივს სცემს განსხვავებულ აზრს, შეუძლია
კონტრარგუმენტებს ღირსეულად გაართვას თავი.
|
3
|
კორექტულია ოპონენტის
მიმართ, ხშირად ისმენს და ითვალისწინებს სხვის აზრს,ცდილობს
თავი გაართვას კონტრარგუმენტებს.
|
2
|
|
ცდილობს იყოს
კორექტული ოპონენტის მიმართ,თუმცა უჭირს ბოლომდე მოუსმინოს მას.ვერ უკლავდება
კონტრარგუმენტებს.აქვს არასაკმარისი ლექსიკა.
|
1
|
|
ოპონენტთან ურთიერთობა არ შეუძლია
არასაკმარისი ცოდნის გამო / ან სხვისი აზრისადმი შეუწყნარებელია,აქვს
ცინიკური დამოკიდებულება.
|
0
|
|
დასკვნების
გაკეთება
|
აანალიზებს,
აჯამებს, გამოაქვს დასკვნა.
|
2
|
ვერ
გამოაქვს დასკვნები ,მხოლოდ აზრებს აყალიბებს.
|
1
|
|
დასკვნები არ ეხება
სადისკუსიო თემას/ ან მხოლოდ აზრების
წარმოთქმით კმაყოფილდება.
|
0
|
ხელმოწერა: /მთვარისა ბესელია/
თარიღი:18.03.2019წ.
No comments:
Post a Comment